5

217 39 8
                                    

იმ შაბათ-კვირას ჰარიმ გადაწყვიტა დაესვენა. თავის ერთ ოთახიან იაფფასიან ბინაში იჯდა, რომელიც ბიურომ უქირავა და ერთჯერად სუპებს ჭამდა.

ტომლინსონთან ბოლო ვიზიტის შემდეგ ფიქრობდა, რომ ლუის პიროვნული აშლილობა ჰქონდა. თუ ასე იყო, ლუისს დასჭირდებოდა ფსიქიატრი, რომელიც დაეხმარებოდა. სხვა მხრივ ის ვერ შეძლებდა მის ორ პიროვნებას შებრძოლებოდა. ერთ-ერთი ლუის მხარე აგრესიული და შავბნელი იყო, მეორე კი გაწონასწორებული-ის ვინც დომინანტი იყო.

სტაილსი ლიამ პეინისგან მოულოდნელმა ზარმა დააფრთხო. ღრმა ფიქრებში წასულმა თავი გააქნია და სწრაფად უპასუხა ზაბინის მოადგილეს, რომელმაც კარგად გვარიანად მოიკითხა.

"როგორ მიდის შენი საქმეები განყოფილებაში?" სტაილსმა ზრდილობიანად ჰკითხა მეგობარს.

"სისხლიანი ჯო... ამ კვირაში ორი გარდაცვლილია." პეინმა ამოიხვნეშა.

"ორი? ეს უკვე მეტისმეტია. ზაბინი რას ამბობს?" სტაილსს უეცრად ტომლინსონის ნათქვამი გაახსენდა და ტანში გასცრა.

"გაცოფებულია. ჩიხში შევიდნენ."

"ძალიან ცუდია. საქმის მასალებთან წვდომა თუ გაქვს?" უცბათ არსაიდან ლუის ხმამ ჩაუკაკუნა.

სიტყვებს უკან ვეღარ წაიღებდა.

"კი, ის პირადად მე მაქვს. რატომ მეკითხები?" პეინს თვალსაჩინო გაკვირვება დაეტყო ხმაში.

"თუ ასლებს გამომიგზავნი იქნებ შევხედო?"

"არამგონია ამის უფლება მქონდეს." ყოყმანით დასძინა ლიამმა.

"მოდი ამ ეტაპზე ყველაფერი ჩვენს შორის დავტოვოთ. უბრალოდ შევხედავ. ხომ არ მითქვამს გამოძიებას ჩავატარებ, მეთქი?!" სტაილსმა წყნარად მიუგო და მაგიდები მის სასარგებლოდ შემოაბრუნა.

"კარგი ასლებს ფოსტით გამოგიგზავნი. ვიმედოვნებ ხვალ საღამოს უკვე ხელში გეჭირება."

The Sins Of The Past [L.S](completed) Where stories live. Discover now