"თქვენი სახელი და გვარი სრულად." ხელ-ბორკილ დადებული არდილია ბეიკერის წინ ჰარი წარბშეკრული ავსებს სულელურ ბლანკს.
"არდილია..." ჩურჩულებს.
"მეორე სახელი?"
"ყველა არდილიას მეძახის... ორი სახელი უნდა მქონდეს?" ძალიან მეამიტური და სულელური ტონი ჰქონდა.
"რამდენი წლის ხარ?"
არდილიამ წარბები შეკრა და თითებზე რაღაცეების გადათვლა დაიწყო.
"რ-რას აკეთებ?" ჰარიმ წარბები აზიდა.
"არ ვიცი ჩემი ასაკი." თქვა მან ბოლოს წყნარად.
ჰარიმ თვალები დაახამხამა. მისმა ტუჩებმა ოვალის ფორმა მიიღო. არდილია 25 წლის მაინც უნდა ყოფილიყო და მან არც კი იცის საკუთარი ასაკი... ჰარიმ თავი გააქნია და უეცრად მოვიდა გონზე, ფეხზე წამოდგა და დასაკითხი ოთახიდან გავარდა. "აქ დარჩიო"- ერთ-ერთ ოფიცერს მიაძახა და გეზი ზაბინისკენ აიღო, რომელიც რაღაც საბუთებს ავსებდა, შემდეგ კი მას ბეჭედი დაარტყა წარწერით "გახსნილი"
"სერ!" ჰარიმ ზაბინის ყურადღება მიიქცია და სულის მოსათქმელად ხელით მაგიდას დაეყრდნო.
"ოფიცერო?"
"არდილია ბეიკერზე მინდა რაღაც გითხრათ," ჰარი მცირე პაუზას იღებს, ზაბინიმ თავი დაუქნია და კითხვით სავსე თვალებით შეხედა. "მას გონებრივი ჩამორჩენა აქვს. არ ვიცი რამდენად ღრმაა მისი ჩამორჩენა, მაგრამ ფაქტია რაციონალურად ვერ ფიქრობს."
"კარგი, ესეც ჩასაწერია ბლანკში, რომელიც სასამართლოს წარედგინება. შეავსეთ ის?"
"სერ, არასწორად გამიგეთ," ჰარიმ თავი გააქნია. "არდილია ბეიკერი, თვით განსაზღვრულად ვერ ჩაიდენდა დანაშაულს. ის საკუთარი აზრით ვერ გადაწყვეტდა, რომ ხალხი ასე დაეხოცა." განმარტა.
"ამბობთ, რომ ვიღაც იყო ვინც აიძულა?"
"ზუსტად!" ჰარი თმას ირევს თითებით. "უფრო კონკრეტულად, ეს მამამისი იყო. როგორც ვიცი, ლოგინად მიჯაჭვული და უუნარო სულ რაღაც სამი თვეა, რაც გახდა. მანამდე, კი ალბათ, ის აიძულებდა ან აპროვოცირებდა არდილიას."
YOU ARE READING
The Sins Of The Past [L.S](completed)
Fanfic"ჩემი აზრით თქვენ დაუნდობელი და უგრძნობი ხართ. ეს ცუდია." "მაშ დაუნდობლობაა ბოროტება? გამოდის, ღმერთი დაუნდობელი და ბოროტი ყოფილა ჩემნაირი შეცდომა, რომ დაუშვა დედამიწაზე." "მორწმუნე ხართ მისტერ ტომლინსონ?" იკითხა სტაილსმა და კიდევ ერთი სიტყვა ჩაინ...