9

186 37 22
                                    

ტროი მარსის ოთახში მომცრო ზომის პლაზმური ტელევიზორი ერთადერთი სინათლის წყაროა. ღამის შოუს უყურებს. კუბოკრული მწვანე პიჟამას შარვალი და ვიწრო მკლავიანი თეთრი მაისური აცვია. ჭუჭყიანი ქერა თმა უკან იწევს და წამყვანის ხუმრობაზე იცინის. კარზე კაკუნი გიგონა და წარბები ასწია.

"ასეთ დროს ვინ უნდა იყოს?" თავისთვის დაილაპარაკა.

ჩიფსისაგან გასვრილი თითები ტუჩებს შორის მოიქცია და გაწუწნა. სანამ კიბეებზე ჩავიდოდა უკანალში გაკვეხებული საცვალი გაისწორა. სიბნელის გამო კამოდს შეეჯახა და ყრუდ ამოიკვნესა.

"შენი მანდ დამგამის..." უნდა შეეკურთხა, რომ გაჩერდა.

კარის სახელურს ხელი მოკიდა, ჯაჭვის საკეტი გადასწია და ოდნავ გამოხნსა. გარედან შემომავალი ლამპიონების შუქი სახეზე დაეცა. ზღურბლთან მომცრო ზომის, გამხდარი გოგო იდგა. წაბლისფერი თმა იისფერი თმის სამაგრით ჰქონდა შეკრული, მაგრამ რამოდენიმე ღერი მაინც ურჩად ეყარა სახეზე. ადვილად შენიშნავდით მის მრგვალ სახეზე ლამაზ ნაკვთებს.

ტროიმ გაიღიმა და ტუჩებზე ენა გადაისვა. გოგო სიცივის გამო აკანკალენდა.

"გამარჯობა?"

"საღამო მშვიდობისა. შეგიძლიათ, რომ დამეხმაროთ?" გოგოს წვრილი ხმა ჰქონდა.

"ჰო, რა თქმა უნდა." ტროიმ წარბები შეკრა. ტლანქი მოძრაობებით გაყვა გოგოს უკან. "რაში გაქს პრობლემა?"

"არ ვიცი, ჩემი მანქანა უეცრად გაჩერდა. არადა მამაჩემმა კი მითხრა ნუ წაიყვან მანქანას რაღაც რიგზე ვერ აქვსო, მაგრამ გასეირნება მინდოდა."

ტროიმ მანქანის კაპოტი ახადა და კაუჭით დაამაგრა თავზე, რომ არ დამხობოდა. ძრავი შეამოწმა, სადენებს შეავლო თვალი და დრო და დრო პატარა გოგოს მკერდს აშტერდებოდა.

"ყველაფერი რიგზე აქვს შენს მანქანას." უთხრა მან.

"ჩემი გმირი ხარ!" გოგო ტაშს უკრავს. "მითხარი, როგორ გადაგიხადო მადლობა?" მაცდური ტონი დაიჭირა გოგოს ხმაში.

"არ ვიცი შენ რას შემომთავაზებ?" ტროისთან შედარებით ის თოჯინის ზომისა იყო. სავსე წითელ ტუჩს კბენდა.

მამიკოს გათავხედებული გოგო - თავისთვის გაიფიქრა ტროიმ.

"უკანა სავარძელზე რაღაც დამრჩა." გოგომ დაილაპარაკა და გაიღიმა. "კარს გამიღებ?"

ტროი მარსმა გაიღიმა. მის დონდლო მუცელს ხელი მოუსვა და უკანა კარი გამოაღო. როცა გოგო გადაიხარა, მისი პატარა საჯდომი დაინახა და ჩაიცინა. ცალი ხელით ოდნავ ხელი მოსცხო, რაზეც გოგომ თავი მოაბრუნა და გაუღიმა.

ტროის უბიგა მანქანაში შემძვრალიყო და როდესაც მანქანის ჭერის გამო მან თავი დახარა, გოგონამ სწრაფად ჩაარტყა რაღაც მძიმე თავში. თავბრუ დაეხვა მაგრამ არ გათიშულა. დიდი ტორი მოიქნია და ახლა ხელში მწარედ მოხვდა ქანჩის გასაღები.

აშკარა იყო ტროი მარსს სამი მძიმე დარტყმის გამო თავი გატეხილი ჰქონდა. გოგოს სისხლის შხეფები სახეზე შეესხა, როდესაც კიდევ ერთხელ ჩაარტყა და საბოლოოდ გათიშა. არტერიასთან სუსტი პულში მოუსინჯა და მანქანის ორივე კარი ჩაუკეტა.

ტროის თეთრი მაისური ნელ-ნელა ბლანტი სისხლით გაიჟღინთა.

The Sins Of The Past [L.S](completed) Where stories live. Discover now