27

181 29 32
                                    

ჰარიმ ლამაზად ჩააწყო საკუთარი ხელით გამზადებული, ქაღალდში გადახვეული, ძეხვიანი და თინუსიანი ბუტერბროდები მოწნულ კალათაში

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ჰარიმ ლამაზად ჩააწყო საკუთარი ხელით გამზადებული, ქაღალდში გადახვეული, ძეხვიანი და თინუსიანი ბუტერბროდები მოწნულ კალათაში. თერმოსში ცხელი ჩაი ჩაასხა და კალათას წითელი ტილო გადააფარა.

"ძალიან გემრიელი სურნელია." ლუი ძველ პოლაროიდს წმენდს.

ჰარის თეთრი მაისური და ლურჯი ჯინსის ჟაკეტი აცვია. თვალებით კონცენტრირებულია ტყავის საკიდიან პოლაროიდზე, რომელიც აშკარაა, რომ ძველის ძველია.

"ფირები მოგაქვს, ძვირფასო?" ჰარი კითხულობს თან მაგიდას წმენდს.

"რა თქმა უნდა."

"ძალიან გიყვარს რეტრო ნივთები ლუი." ჰარი სიცილით აქნევს თავს.

"ჰეი, შენი მეგობარი უნდა უფრთხილდებოდეს ასეთ ნივთებს." ლუი პოლაროიდში ფირებს დებს და კისერზე იკიდებს.

"შეგიძლია კალათი უკანა სკამზე დადო? მე კი ჩვენთვის პლედებს წამოვიღებ." ჰარი ჭრელ ადიელებს კეცვას უწყებს.

ლუი თავს აქნევს და კალათით ხელში ჯერ სამზარეულოს ტოვებს, შემდეგ კი სახლიდანაც გადის.

პატარა მანქანა მთავარ გზაზე გავიდა. რადიოში წყნარი ჰანგები ისმოდა. ლუი წინ პატარა ბავშვივით იყურებოდა და პოლაროიდით ათას ფოტოს იღებდა.

"გაიღიმე ჰაროლდ." კამერა სახეზთან მიიტანა, ცალი თვალი მოჭუტა და როცა ჰარიმ თავი შემოაბრუნა ღილაკს დააჭირა. პოლაროიდის ნათებამ გაიელვა და ჰარიმ თვალები გააფართოვა.

"ოიოი, ფლეშ-ლაითი როგორ გამოვურთო?" ლუი პოლაროიდს ატრიალებს.

The Sins Of The Past [L.S](completed) Where stories live. Discover now