15

198 34 8
                                    

არდელია ბეიკერი ქურასთან იდგა. ქვაბში არსებული წყალი დუღდა და ოხშივარი ზედ სახეზე ედებოდია. აწითლებულ სახეზე ხელი მოისვა და მოხარშული კარტოფილი გადასატარებლად ბლენდერში გადაიტანა. ოთახიდან შემომავალი სატელევიზიო შოუს ხმა სამზარეულოს კედლებს სწვდებოდა. პიურეს მასა თეფშზე, რომ გადაიტანა ლამნარზე აბებთან და პატარა წითელი სითხით სავსე პაკეტთან ერთად სამზარეულოდან გავიდა და მთავარი ოთახი გადაკვეთა.

"ძვირფასო მამა." არდილია ოთახის კარზე აკაკუნებს.

"შემოდი არდილია." პენი ბეიკერი სუნთქვისას სრუტუნისმაგვარ ხმებს გამოსცემდა.

"ვახშამი მოგიტანე და აბები ბოლოს." თქვა და ლანგარი საწოლზე მიმაგრებულ მმოძრავ მაგიდაზე დაუდგა.

პენი ბეიკერმა ქალიშვილის დახმარებით ივახშმა. ტუჩები დაესვარა, როდესაც წითელი სითხით სავსე პაკეტი ბოლომდე გამოცალა.

"კარგი გოგო." კაცი კარგად ჩასუქებული იყო და როდესაც ლაპარაკობდა ხროტინის მაგვარი ხმები ამოსდიოდა.

მას შემდეგ, რაც არდილიამ ყველაფერი დაასუფთავა სამზარეულოში და მამისაგანაც ნებართვა მიიღო, რომ შეეძლო მაღაზიაში გაევლო და ცოტა სნექი შეეძინა, პალტო მოისხა, კარი გამოხურა და სწრაფი ნაბიჯებით დაუყვა ქუჩას. ბნელი შუკები ყოველთვის აფრთხობდა მის პატარა სხეულს, რადგან სიბნელეში ყოველთვის ცუდი ხალხი იმალება, ასე ასწავლა მამამაც.

"გამარჯობა არდილია, ძვირფასო." მაღაზიაში შესული მის ბეიკერი სიყვარულით უღიმის მოხუც დებენჰემ შტრაუფერკენს.

"გამარჯობა დები." მისი ხმა წყნარი და ანგელოზური სიწკრიალითაა გაჟღენთილი.

არდელია დახლების გარშემო იწყებს სიარულს. პასტას მაკარონს იღებს და კალათში ნაზად დებს. თითებს უსვამს მაცივრის ვიტრინას და ჩუმად ღიღინებს. მალევე მიდის სალაროსთან, რომ პროდუქტი გაატაროს. მოხუცი შტრაუფერკენი ნელა იწყებს კოდების გატარებას და ყველაფრის პარჯში ჩაყრას.

The Sins Of The Past [L.S](completed) Where stories live. Discover now