ერთი თვე ნელ-ნელა ილეოდა და ჰარის საბოლოო დასკვნა ჯერ არ ჰქონდა ხელთ. ყოველი ქვიშის მარცვალიცით ჩამოვარდნილი დღე ადრთხობდა. განსაკუთრებით, როდესაც დღემ 15-ს მიუკაკუნა.
თვალებზე ბინდი ეკვრება და ხედვა ედღაბნება. საათმა ღამის ორს ჩამოკრა. ჰარიმ რორშახის ტესტი ამოარჩია ლუის პირველ სავარჯიშოდ. ამით გაიგებდა მის პიროვნულ აღქმას.
პატარა საწოლზე გულაღმა დაწვა. ჩიკაგოში ძლიერი ქარი ქროდა და ტალღები პირდაპირ ფანჯრებზე ეცემოდა. ზრიალის ხმა გონებაში ძილისპირულივით ჩაესმოდა. წამით გაიღიმა, გაახსენდა თუ როგორ იყო მისვენებული ლუის წყლისგან გათანგული სხეული მის მკერდზე. იმდენად იყო რეალობას წართმეული, რომ იგრძნო კიდევაც სითბო მის მკერდზე. ლუი მის მკერდზე შეირხა.
ხშირად ადამიანები ვივიწყებთ საკუთარ თავს, მოვალეობებსა და ვალდებულებებს და ვეჯაჭვებით იმ ერთს რაც ისევ დამღუპველ შედეგებს მოგვიტანს. მაგრამ მაინც თითქოს მონუსხული ხარ... მისკენ ილტვი... თავს უფლებას აძლევ სასიკვდილო შხამს გემო გაუსინჯო. უფრო მეტი გინდება.. მეტი.. მეტი... და ბოლოს იმდენად ღრმად ხარ მარწუხებში მოქცეული, სუნთქვა გეკვრის და განძრევას ვეღარ ახერხებ. სიკვდილი პირდაპირ მისი ხახისკენ მიგაქანებს.
ჰარი სტაილსმა სწორედ იმ დღეს დაკარგა საკუთარი თავი, როდესაც ლუის კანი იგვრძნეს მისმა ტუჩებმა. ეს იყო პირველი ჯერი, როდესაც ცოდვით სავსე სხეულს გაუსინჯა მისმა ბაგემ ის ნატიფი გემო, რომელმაც აიძულა ბოლომდე გადაშვებულიყო... ახლა ის სადღაც ლივლივებდა. განსხვავებულად აღიქვავდა სამყაროს. მის გარშემო თითქოს ხმებმა იკლეს გუგუნი... სამყარომ უფრო მეტი ფერი შეიძინა და ჰაერმა მსუბუქი და ნატიფი სურნელის ფრქვება დაიწყო.
YOU ARE READING
The Sins Of The Past [L.S](completed)
Fanfic"ჩემი აზრით თქვენ დაუნდობელი და უგრძნობი ხართ. ეს ცუდია." "მაშ დაუნდობლობაა ბოროტება? გამოდის, ღმერთი დაუნდობელი და ბოროტი ყოფილა ჩემნაირი შეცდომა, რომ დაუშვა დედამიწაზე." "მორწმუნე ხართ მისტერ ტომლინსონ?" იკითხა სტაილსმა და კიდევ ერთი სიტყვა ჩაინ...