ლუის ტომლინსონის საკანი, დანარჩენებისგან კარგა მოშორებით მდებარეობს და დერეფნის მოპირდაპირედ გისოსებიან ფანჯარას შეჰყურებს. ეს საკანი სხვა მხრივაც გამორჩეულია. კარის წინა კედელი გისოსებისგან შედგება, გისოსების მიღმა სადღაც კარის შიგნეულობაში
კიდევ ერთი რკინის ბადეა კედლამდე და ქვის იატაკამდე გაშლილი. ბადის მიღმა სიბნელეს შეჩვეულმა სტაილსმა დაინახა კუთხეებდაქლიბული ერთი პატარა ხის მაგიდა, საწოლი და დამცავებიანი უნიტაზი. ტომლინსონს არ გააჩნდა საკუთარი ფანჯარა. მაგიდაზე წიგნები აკურატულად ეწყო. ისე ჩანდა, რომ ოთახს უვლიდა, რადგან საწოლიც იდეალურად ჰქონდა გასწორებული. ან იქნებ არც არასდროს იყენებდა მას?!
თავად ტომლინსონი სადღაც კუთხეში ეყუდებოდა კედელს და იქიდან იმზირებოდა. მარჯვენა ხელში ფურცლისგან სახელდახელოდ გამზადებული თვითმფრინავი ეჭირა. ჰარი გისოსებს ოდმავ მოცილდა და ფეხი მოთმინება დაკარგულმა დააბაკუნა."ბატონო ტომლინსონ."
საკუთარი ხმა ჩაესმა სტაილსს. წყლის წვეთი წკაპუნით დაეცა იატაკს. წამით მოეჩვენა, რომ ტომლინსონი შეირხა. მისი მზერა არ შორდებოდა და ჩვეულებრივად ცელქი ღიმილით ათამაშებდა ორეგამის თვითფრინავს. სტაილსმა ნერვიულად
ჩაახველა."მე ჰარი სტაილსი ვარ. მოხალისე ფსიქოლოგად მოვეწყვე. შეიძლება გაგესაუბროთ?" ხმაში თავაზიანი კილო ჩააქსოვა.
ლუის ტომლინსონი გაიტრუნა. თითი ღიმილიაკრულ ტუჩებს დაუსვა და დინჯი ნაბიჯებით წამოვიდა წინ. საჭმლის შესაგზავნ უჯრას დაეყრდნო და ახლოდან დაუწყო სტუმარს დაკვირვება.
სტაილსთან შედარებით დაბალი და გამხდარი იყო. სინათლეს მოკლებული კანი სანთელივით გაჰყვითლებოდა და სავარაუდო უძილობისგან თვალის უპეები ჩაცვენილ-ჩაშავებოდა."დილა მშვიდობისა." თქვა მან წყნარად.
მის დახვეწილ ხმას ოდნავ სიმჭახე გადაჰკრაბდა.. შესაძლოა იმიტომ, რომ დიდად ლაპარაკი არ უწევდა. ტომლინსონის თვალები წითელ ნათურებზე იისფრად ელავენ. სტაილსს დაჟინებით აკვირდებოდა.
ჰარი მოზომილი ნაბიჯებით წავიდა წინ, გისოსებისკენ. საშიში დამნაშავის მზერამ ცოტა დააბმია კიდევაც.
YOU ARE READING
The Sins Of The Past [L.S](completed)
Fanfic"ჩემი აზრით თქვენ დაუნდობელი და უგრძნობი ხართ. ეს ცუდია." "მაშ დაუნდობლობაა ბოროტება? გამოდის, ღმერთი დაუნდობელი და ბოროტი ყოფილა ჩემნაირი შეცდომა, რომ დაუშვა დედამიწაზე." "მორწმუნე ხართ მისტერ ტომლინსონ?" იკითხა სტაილსმა და კიდევ ერთი სიტყვა ჩაინ...