22

200 31 24
                                    

Torronto 15th of Jenuary 19:00 -Louis Tomlinson-

/flashback/

"სახლში ხარ?" ჰარის ხმა მესმის სამზარეულოდან.

"ხო, ბავშვები სად არიან?" ჟაკეტი საკიდზე დავკიდე და სახლის თბილ ჩუსტებში ჩავყავი ფეხები.

"ვიოლეტი სწავლობს, ავიანა მის მეგობარ სიდნისთან ერთად პროექტისთვის ნივთების საყიდლად წავიდა, დაილენი კი ფიზიმ წაიყვანა ფეხბურთზე."

ვხედავ ჰარის მზესუმზირას ნაქარგებიანი ფართუკი აცვია, რომელიც დედამისმა შობას მოქსოვა, ჩამოზრდილი თმა პასტელისფერი ლურჯი ფერის სამაგრით აქვს გადაწეული და ხის კოვზით პასტას ურევს.

"გინდა შეგენაცვლო, თუ სუფრა გავშალო?" ვკითხე და ზურგიდან მოვეხვიე.

"ჯობია ხელები დაიბანო და სამსახურის სამოსი გაიხადო." ჩაიცინა და ლოყაზე მაკოცა.

ცხვირი კისერზე გავუხახუნე და გამოვეცალე.

"ლუი დღეს სარეცხის დღეა!" მომაძახა, როდესაც კიბეებზე ასვლა დავიწყე.

"მახსოვს." ვთქვი და ჩვენს ოთახში შევედი.

საოჯახო ფოტო კრემისფერ კედელზე ფანჯრის გვერდით კიდია. შინდისფერი სანათური საწოლის მარცხენა მხარეს დგას, თუ ჰარი გაიღვიძებს და წიგნის კითხვა მოუნდება. მაისური გავიხადე და ადიდასის სპორტულები ჩავიცვი, რომ უფრო თავისუფლად ვიყო.

The Sins Of The Past [L.S](completed) Where stories live. Discover now