24

178 29 12
                                    

ჰარი სტაილსის ღაწვებს მოციმციმე ცრემლები ამშვენებს, როცა საავადმყოფოს ფლიგელთან ზის. ერთ-ერთ პალატასთან პოლიციელი დგას. შუაღამეა და ქერა ბიჭს აშკარად ეტყობა დაღლა.

როდესაც, ლუის წერილი მიიღო, ამავე დროს, ზეინის ზარი შევიდა მის მობილურზე, რომელიც ატყობინებდა, რომ ლუიმ თვითმკვლელობა სცადა. ჰარის აღარ ახსოვდა, რომ საქმე ჰქონდა შესასრულებელი. ყველაფერი მიყარა და საავადმყოფოში წავიდა.

"მხოლოდ კენკრის ჩაი იყო აპარატში." ზეინ მალიკი გვერდით უჯდება და წითლად შეფერილ ჩაის აწვდის ჰარის.

"მადლობა, მეგობარო." ჰარი ბურტყუნებს და ცხელ ჭიქას ხელებში ატრიალებს.

"შენ, ზედმეტს დრამატულობ ჰარი..." ზეინმა წყნარად თქვა, რაზეც სტაილსის მზერა დაიმსახურა. "მესმის, მაგრამ შენ, წვრთნები გაიარე. თავადაც ფსიქოლოგი ხარ და ცივი გონებითაც შეგიძლია რეალობას უყურო. დღეს თუ არა, ხვალ ის, ისედაც აღარ იქნება."

"ზეინ, ის ცოცხლობდა! თავის მოკვლა სცადა! ეს ჩემთვის შოკურია."

"იმის თქმა მინდა, რომ ეს ტორონტოს ციხეა. აქ, კარგ ჭკუაზე მყოფიც შეიშლება. ყველანაირი პირობაა, რომ ფილტვების ანთებით ან ელექტროშოკური თერაპიით დაღაფო სული."

ჰარი აღარაფერს ამბობს, რადგან იცის, რომ ზეინი მართალია. მაგრამ, ვერ გადაიტანს თუ ლუის დაკარგავს, მითუმეტეს იმ სიტყვების შემდეგ, რაც ჰარიმ ლუისგან მიიღო.

"ხელს ჩაგკიდებ ანგელოზი..." ჰარიმ ჩაიჩურჩულა.

"რა თქვი?" ზეინმა შეხედა წარბაწევით.

ჰარი ზეინ მალიკის მუქ თვალებში იყურება. ან, ახლა უნდა გარისკოს, ან, სხვა გზა არ არის და არც მეორე ვარიანტია.

როდესაც გიყვარს, იცვლები. როდესაც შენი გული მხოლოდ იმიტომ აღარ ფეთქავს, რომ სისხლის, მთელს ორგანიზმში ცირკულაცია ახდინოს, შენი ფიზიონომიაც იცვლება. ელექტრონები და ნეიტრონები, ერთად იწყებენ მთელი ორგანიზმის ამოტრიალებას და ათასობით ახალ ჰორმონს გამოყოფენ. ყველაზე დიდი რაოდენობით კი, ადრენალინი გამოიყოფა.

The Sins Of The Past [L.S](completed) Where stories live. Discover now