9 თავი

464 45 12
                                    

"-ვერ გაგიშვებ, თე. არ მინდა. ვწუხვარ იმის გამო, რაც მამაჩემმა თქვა.გთხოვ, ნუ ტირი." ჩურჩულით უთხრა ჯონგუკმა, როცა ლოყებზე ცრემლები მოწმინდა.

"-ის არ მიმიღებს და ამის სრული უფლება აქვს. ამას არავინ მიიღებს, შენ უნდა გესმოდეს ეს."- ამტკიცებდა თეჰიონი, მაგრამ ოდნავ მაინც ტიროდა.

"-ის მიიღებს ამ ყველაფერს, უბრალოდ დრო სჭირდება. გთხოვ, ასე მალე ნუ დანებდები, წამოდი ისევ ჩემთან და ვისაუბროთ ამაზე."- ჯონგუკი ევედრებოდა, მაგრამ მეორემ თავი დახარა: "-მას არ სურს ჩემი იქ ყოფნა და მე არ მოგცემ უფლებას, მამაშენთან იკამათო ჩემს გამო".

"-დამიჯერებ, თუ ვიტყვი, რომ მამა მთხოვს შენს უკან წაყვანას?"- ჯონგუკმა კითხა და უფროსს ლოყაზე აკოცა. 

"-რა-რა?"- თეჰიონმა დაიჩურჩულა. ჯონგუკმა გაიცინა, "-მას უბრალოდ უნდა, რომ ბედნიერი ვიყო, თე. თქვა, რომ ის მოგვცემს შანსს, თუ ეს გამახარებს. გთხოვ არ წახვიდე, დაბრუნდი შიგნით, ჩემთან ერთად. "

თეჰიონი ცოტა ყოყმანობდა და უბრალოდ იდგა, არ ირძრეოდა. შემდეგ ჯონგუკმა, შუბლი მიადო მის შუბლს. "-გთხოვ, თე". -თეჰიონმა შეხედა მას და ხელები ჯონგუკის კისერზე ასწია. ჯონგუკმა სწრაფად შემოხვია ხელები თეჰიონს წელზე და დაიჩურჩულა: "-ძალიან მომწონხარ თეჰიონ, გთხოვ, არ წახვიდე".

როცა თეჰიონმა მოისმინა ეს სიტყვები, დაიხარა და ტუჩები შეახო ჯონგუკის ტუჩებს. მან  პირველად შაერთა მათი ტუჩები. ტუჩები ერთმანეთის წინააღმდეგ მოძრაობდნენ, როდესაც ორივემ იგრძნო 'ფეიერვერკი' მათ გარშემო და პეპლები მუცელში.

"-მეც ძალიან მომწონხარ"-ჩაიჩურჩულა თეჰიონმა ჯონგუკის ტუჩებთან, რომელმაც  თბილად გაუღიმა მას. გუკი ოდნავ მოშორდა, თეჰიონს ხელი ჩაავლო და გაიღიმა.

"-წავიდეთ, ჰო?"-თეჰიონმა თავი დაუქნია. მასთან ერთად მიდიოდა და ცრემლების შემორჩენილ ნაწილს იწმენდდა.

როდესაც ისინი კარში შედიოდნენ, დაინახეს ნამჯუნი, რომელიც დივანზე იჯდა და მათ ელოდებოდა. თეჰიონი კართან იდგა, არ მოძრაობდა მანამ, სანამ ჯონგუკმა ხელი არ მოჰხვია და დაარწმუნა რომ, ყველაფერი კარგად იქნება.

ისინი დივანზე ისხდნენ ნამჯუნის წინ, რომელმაც ლაპარაკი დაიწყო: "-ვწუხვარ იმის გამო, რაც გაიგონე, უბრალოდ ცოტა შოკირებული ვიყავი".

თეჰიონმა მხოლოდ თავი დაუქნია, ასე რომ ნამჯუნმა განაგრძო: "-ჯონგუკი ერთადერთი ადამიანია, ვინც ამ სამყაროში დამრჩა და ვერ ვუძლებ, როდესაც მას მოწყენილს ვხედავ. მე უბრალოდ მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ მან იცის რასაც აკეთებს. არაფერია ცუდი  იმაში, თუ შენთან ერთად იქნება. გთხოვ არასწორად ნუ გამიგებ. მიხარია, რომ მან იპოვა ისეთი ადამიანი,  ვინც მას ბედნიერს ხდის. არ ვიცი იცი თუ არა, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა როცა ჯონგუკი ხვდება ვიღაცას, არავის მისცა შანსი და ეს ნაწილობრივ ჩემს გამოც მოხდა. ასე რომ, მე არ შემიძლია თქვენს საქმეში ჩარევა, პირიქით, თუ შენ გაახარებ ჩემს შვილს, ამის მადლობელი ვიქნები."-დაასრულა ნამჯუნმა. 

ჯონგუკს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. "-მამა, თავს ნუ იდანაშაულებ."- ჩურჩულებდა ის, შემდეგ კი ადგა და მამას ჩაეხუტა.

"-ვწუხვარ, რომ შენთან ხმას ავუწიე. მე მხოლოდ ის მინდა, რაც შენთვის საუკეთესოა და თუ შენ მოგწონს თეჰიონი,  როგორც შენ ამბობ, და თუ მას შენ ისევ მოსწონხარ, მაშინ მე ამის მომხრე ვარ."-თქვა ნამჯუნმა და შვილს გადაეხვია.

"-დიდი მადლობა."-თქვა ჯონგუკმა, შემდეგ შემოტრიალდა და შეხედა თეჰიონს, რომელიც თბილად უღიმოდა, მის წინ მყოფ ორ ადამიანს: "-მადლობა,რომ მომეცი შანსი."

გამარჯობააა <3

და თითქმის ერთი თვის მერე, ახალი თავი. ვიცი რომ უსუნდისო ავტორი ვარ :D მაგრამ  მე-10 კლასი, არც თუ ისე ადვილი ყოფილა. ვეცდები უფრო ხშირად განვაახლო ხოლმე.

ბოდიში და იმედია მოგეწონათ💕

ჰო მართლა, მეორე ფიკი (სრისამი) რამდენიმე დღეში იქნება. დროებით, მიყვარხართ❤

35Where stories live. Discover now