10 თავი

467 46 6
                                    

რამდენიმე დღის შემდეგ, ჯონგუკმა თეჰიონის კარზე დააკაკუნა, რადგან მთელი დღე არაფერი გაუგია მის შესახებ და ნამდვილად ღელავდა. თეჰიონი ყოველთვის პასუხობდა მის შეტყობინებებს. რამდენჯერმე დაკაკუნების შემდეგ, კარი როგორც იქნა გაიღო და თეჰიონის იდგა მის წინ, სპორტულ შარვალში. დაღლილი ჩანდა. ჯონგუკი სწრაფად ჩაეხუტა.

"-შენზე ვნერვიულობდი, თე. მთელი დღეა არ მომწერე.

"-ცოტა გაიწიე"- გაიცინა თეჰიონმა.

"-ბოდიში, არ მინდოდა შენი შეწუხება."

სწორედ მაშინ, მისაღები ოთახიდან, ჯონგუკისთვის უცნობი მამაკაცი მოვიდა.

"-ჰეი, ვინ არის ეს, თე?"- ჰკითხა მამაკაცმა და უყურებდა, როგორ დაშორდნენ ერთმანეთს. ჯონგუკი დაბნეული იყო, სანამ თეჰიონმა ჩაილაპარაკა.

"-აჰ, ამ... ეს ჩემი მეგობარია, ჯონგუკი"- ანიშნა მან ჯონგუკზე.

"-ჯონგუკ ეს არის, ამ... ჯიმინი. ჩემი ყოფილი" - უხერხულად გადააქნია კისერი.

"-ოჰ, სასიამოვნოა შენი გაცნობა. თეჰიონი ბევრს ლაპრაკობს ხოლმე შენზე, თითქმის მთელი დღე."-თქვა ჯიმინმა, ხელის ჩამორთმევისას.ჯონგუკი ყოყმანობდა, მაგრამ დანებდა და მეორეს ხელი ჩამოართვა, როგორც კი დაინახა, როგორ ტკბილად გაუღიმა მან.

"-მართლა? მან როგორც იქნა გახსენა."-თქვა ჯონგუკმა, როცა უნებურად, უფრო ძლიერად დააჭირა ჯიმინს ხელზე.
"-შენ ხელს მტკენ ძმაო, აქ არ ვარ მის დასაბრუნებლად ან რაიმეს დასაბრუნებლად, დამშვიდდი."

ჯონგუკმა მეორეს ხელი გაუშვა.

"- რომც სცადო, ვერც შეძლებ."
"-კარგი, ჯონგუკ, მოდი ჩემთან ერთი წამით, შენი დახმარება მჭირდება რაღაცაში."-თქვა თეჰიონმა. ჯონგუკი თავის ოთახში შეიყვანა და ჯიმინი უხერხულად უყურებდა მათ.

"-მართლა?"- ჰკითხა თეჰიონმა, კარის დახურვის შემდეგ.

"-შენ არ მითხარი, რომ ყოფილი გყავს. რა ჯანდაბას აკეთებს ის აქ?"-იკითხა ჯონგუკმა და ყველანაირად ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა.

35Where stories live. Discover now