თეჰიონი და ჯონგუკი ჩახუტებულები იყვნენ საბნის ქვეშ, ჯერ კიდევ სრულიად შიშველები. ჯონგუკმა თვალები დახუჭა და თეჰიონს თავზე აკოცა. შემდეგ ჩურჩულებდა:
,,-შენ საუკეთესო მოვლენა ხარ, ჩემს ცხოვრებაში."
თეჰიონმა გაიღიმა და მას ახედა:
,,-შენც ასე ხარ. მე დიდი ხანია თავი ასე კარგად და ბედნიერად არ მიგრძვნია. მადლობა."-თქვა მან, შემდეგ კი თავი ჯონგუკს მკერდზე დაადო.
ისინი ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ, სანამ ჯონგუკმა უმიზეზოდ სიცილი არ დაიწყო.
,,-რა არის ასეთი სასაცილო?"-იკითხა თეჰიონმა დაბნეულმა, როცა წამოჯდა უმცროსის შესახედად.
,,-უბრალოდ რაღაცაზე ვფიქრობდი, რაღაც სასაცილოზე." -ჯონგუკმა, ისევ სიცილით უპასუხა.
,,-მაშინ მითხარი, მინდა შენთან ერთად გავიცინო."-თეჰიონმა ამოიოხრა. ჯონგუკი დაჯდა და ზურგიდან ჩაეხუტა.
,,- მე ვფიქრობდი შენს ურთიერთობაზე, ჯიმინთან."-თქვა მან და ნიკაპი თეჰიონს მხარზე დაადო.
,,-და რა არის ამაში სასაცილო?"- ჰკითხა თეჰიონმა და შეხედა მას.
,,-ორივე ბოთომი ხართ, როგორ მოახერხეთ ეს?"-იკითხა ჯონგუკმა და ისევ გაეცინა თეჰიონის გამომეტყველებაზე.
,,-ეს არ არის მართალი! გაჩუმდი, ჯონგუკ."-ღრიალებდა თეჰიონი, თან სახეს ხელებით მალავდა. ჯონგუკმა გაიღიმა, რადგან ფიქრობდა, რომ თეჰიონი ახლა საყვარლად გამოიყურებოდა.
,,-შენ არ მეუბნები, რომ ჯიმინი იყო ტოპი! არავითარ შემთხვევაში არ არის ეს სიმართლე. გინახავს ის? ის, როგორც იქცევა, სრულიად ბოთომური საქციელი აქვს და შენც, იგივე."-ჯონგუკმა ჩაიცინა, როცა თეჰიონმა მკერდზე დაარტყა.
,,-რადგან საოცარი ვარ და შემიძლია ყველაფერი იდეალურად გავაკეთო, ორივე ვარ."-თქვა თეჰიონმა ფეხზე წამოდგომამდე, საბანი აიფარა და მეტი არაფერი უნდოდა, გარდა იმისა, რომ დაემთავრებინა ეს სულელური საუბარი, რომელიც ჯონგუკმა დაიწყო.
,,-ანუ მეუბნები, რომ SWITCH* იყავი?"-ჯონგუკმა ისევ ჩაიცინა.
,,-კიდევ ერთი შეკითხვა და დაგშორდები, ჯიგარო'-თეჰიონი მშვენივრად დაემუქრა.
,,-და ეს უკანასკნელი უნდა იყოს, რაც შენს გონებაშია, ამის შემდეგ, რაც ჩვენ გავაკეთეთ."
"-ჰმ, სხვა რაღაცებიც მაწუხებს. მაგალითად, როგორ მიყვარხარ და რა ლამაზი ხარ, როგორ ხარ ყველაზე საოცარი ადამიანი, რომელიც შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში."
„-შენთან დროის გატარება, ჩემი ასაყვარელი საქმეა, მე შენ ძალიან მიყვარხარ.-თეჰიონმა გაიცინა და ხელები ჯონგუკს კისერზე შემოხვია.
,,-შეწყვიტე, ჩემთან ასეთ ტკბილად ყოფნა! არ ვიცი როგორ ვუპასუხო ასეთ სიტყვებს.- თეჰიონმა ლამაზად დაიყვირა და ჯონგუკმა გაიღიმა:
,,-არ მინდა რომ რამე თქვა, საკმარისია რომ გამიღიმო."
თეჰიონმა, არ იცოდა რა ეთქვა, უბრალოდ გაიღიმა და სახე ისევ ჯონგუკის კისერში ჩამალა.
,,-დიდი ხანია, არავის უჩვენებია ჩემთვის ასეთი სიყვარული, როგორიც შენ მაჩვენე და მიხარია, რომ ეს შენ გააკეთე."- ჩასჩურჩულა მეორეს კისერთან.
,,-ახლა შხაპის მიღება მჭირდება, კარგი?"-თქვა თეჰიონმა, როცა ჯონგუკის კალთადან ადგა და სააბაზანოსკენ წავიდა. სანამ სააბაზანოს კარს დახურავდა, გარეთ გაიხედა და ჯონგუკს შეხედა:
,,-და რომ იცოდე, მე თუ მსურს, შემიძლია ტოპი ვიყო."- თქვა მან, კარის დახურვამდე.
კარი ისევ გაიღო და თეჰიონმა კიდევ ერთხელ გამოიხედა.
,,-მაგრამ არ მინდა."-თქვა მან და კარი გაიჯახუნა.
და ჯონგუკს თავისთვის გაეცინა. ,,-როგორი საყვარელია". ჩაიჩურჩულა და გაიღიმა, სანამ თავის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდებოდა.
...........................................................................................................
NEW CHAPTER!
როგორც იქნა დავდე🙏
ვინც არ იცით SWITCH- არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ურთიერთობაში ტოპის და ბოთომის როლი ,,შეითავსოს". ანუ ორივე შეუძლია იყოს, როცა მოუნდება.
იმედია მოგეწონებათ. ჰო, მართლა, დიდი მადლობა 2.5K ნახვისთვის!
მიყვარხართ🤍

YOU ARE READING
35
Fanfictionჯონგუკი არის 25 წლის, ხოლო თეჰიონი 35-ის. ✓ფიკი არის ნათარგმნი. ორიგინალის ავტორი:Yoxnguk. original written:Yoxnguk