თეჰიონი და ჯონგუკი სამსახურისკენ მიდიოდნენ, გვერდიგვერდ იდგნენ. ჯონგუკმა მათ ხელებს შეხედა, რომლებიც თითქმის ერთმანეთს ეხებოდა. დარწმუნებული არ იყო, რომ მეორეს დისკომფორტს შეუქმნიდა, თუკი მას ხელს მოკიდებდა, მაგრამ გადაწყვიტა მაინც ეცადა. ჯონგუკმა, თეჰიონს ხელი ჩაკიდა, უფროსის რეაქციის მოლოდინში იყო, მაგრამ თეჰიონმა შეხედა მას, გაიღიმა და ხელი თვითონაც მოჰკიდა. ჯონგუკის გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.
"-გინდა პაემანზე წასვლა ამ შაბათ-კვირას?"- ჰკითხა თეჰიონს.
"-ველოსიპედით შეხვედრა ჯერ კიდევ ძალაშია?"- ჰკითხა თეჰიონმა. მაგრამ მან თავი გაარხია.
"-რ-რა?"- მეორეს ნათქვამზე თეჰიონის ღიმილი გაქრა. "-ის აღარ არის ხელმისაწვდომი, რადგან მე ვთქვი, რომ ეს მეგობრული შეხვედრა იქნებოდა. შენ მანიშნებ რომ ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ, თეჰიონ?"-თეჰიონს ლოყები გაუწითლდა. "-მე ეს არ მითქვამს".
"-მაშინ შენ ამბობ, რომ ჩვენ მეგობრებზე მეტი ვართ?"- ჯონგუკმა მხიარულად ჰკითხა, მეორეს კი უფრო მეტად შერცხვა. "-გაჩუმდი". შემდეგ თე წინ წავიდა, უკან კი მომღიმარი ჯონგუკი დატოვა. "-საყვარელი"-გაიფიქრა მან.
შაბათ -კვირა მოვიდა, მათ აიღეს თავიანთი ველოსიპედები და მივიდნენ პარკში. ველოსიპედის ბილიკზე, რათა ესაუბრონ ერთმანეთს. პარკის ირგვლივ რამოდენიმე შემოვლის შემდეგ, ისინი დაჯდნენ პიკნიკის საბანზე, რომელიც კალათიდან ამოიღო ჯონგუკმა, საკვებთან ერთად. "-მე არ ვარ ძალიან კარგი მზარეული, მაგრამ რისი გაკეთებაც შემიძლია არის პასტა, იმედი მაქვს,რომ მოგეწონება."-თქვა ჯონგუკმა და კისერზე ხელი მოისვა.
თეჰიონმა მსუბუქად გაიცინა. "-მე მიყვარს პასტა".-თქვა მან. ორივემ თავისი მაკარონის ჭამა დაიწყო. ლანჩის შემდეგ, თეჰიონმა თავი ჯონგუკის კალთაში ჩადო. ის კი, მის რბილ თმაზე თამაშობდა. თეჰიონმა შეხედა. "-რაზე ფიქრობ?

YOU ARE READING
35
Fanfictionჯონგუკი არის 25 წლის, ხოლო თეჰიონი 35-ის. ✓ფიკი არის ნათარგმნი. ორიგინალის ავტორი:Yoxnguk. original written:Yoxnguk