მეორე დილით ჯონ გუკი და თეჰიონი იდგნენ თეჰის მშობლების წინ და მათ ემშვიდობებოდნენ. თეჰის დედა ჩაეხუტა და შემდეგ ჯონ გუკს უთხრა:
,,-თავიდან მეგონა, რომ მისი შესაფერისი არ იყავი, მაგრამ ახლა, როცა ვხედავ, როგორ უყურებ მას, ვიცი, რომ ჩემი შვილისთვის იდეალური ხარ. გთხოვ, იზრუნე მასზე. ჩემი ბავშვი იქ სხვას არ იცნობს"-უთხრა მან ჯონგუკს, რომელმაც გაიცინა და ჩაეხუტა.
,,-ნუ ინერვიულებთ, მე არასოდეს დავუშვებ, რომ მას რამე ცუდი დაემართოს. ის ჩემი ბავშვიცაა"- მან ბოლო ნაწილი ჩუმად ჩაილაპარაკა და გაეცინა.
,,-სანამ არ დაქორწინდებით, არ არის."
თეჰიონი ჩადგა ორს შორის. ,,-კარგი, გეყოთ თქვენ ორს, გვიანია. ჩვენ უნდა წავიდეთ და მატარებელში ჩავჯდეთ, სანამ ის წავა"- თქვა მან.
ორივენი მატარებლის სადგურისკენ მიდიოდნენ, რომ სახლში დაბრუნებულიყვნენ.
ორ საათში ისინი მატარებელში ისხდნენ. ჯონ გუკს თავი სამგზავრო ბალიშზე ედო და თვალები დახუჭული ჰქონდა.
მათ ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა.
,,-გამარჯობა."-მიესალმა უცნობი და თეჰიონს გაუღიმა. ,,-თეჰიონი, ჰო?".
თეჰიონმა უხერხულად გაიღიმა ,,-ჰეი, ჰო."-უპასუხა მან და მამაკაცმა უფრო ფართოდ გაიღიმა:
,,-შენც სეულში მიდიხარ? იქნებ წინა ჯერის მსგავსად მოვაწყოთ შეხვედრა"-ჰკითხა მანამ, სანამ ჯონ გუკი თვალებს გაახელდა, რომ ბიჭისთვის შეეხედა. თეჰიონმა შეხედა ჯონგუკს, სანამ ისევ უცნობს მიაპყრობდა მზერას.
,,-აჰ, არ ვფიქრობ, რომ კარგი იდეაა. სხვათა შორის, ეს ჩემი შეყვარებულია, ჯონგუკი." უხერხულად მიუთითა მან ჯონ გუკზე, რომელმაც წარბი ასწია.
,,-ოჰ, მაპატიე, არ ვიცოდი. ვწუხვარ. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ჯონ გუკ და სასიამოვნოა შენი კვლავ ნახვა თეჰიონ. ახლავე წავალ." -სწრაფად თქვა კაცმა და გავიდა.
YOU ARE READING
35
Fanfictionჯონგუკი არის 25 წლის, ხოლო თეჰიონი 35-ის. ✓ფიკი არის ნათარგმნი. ორიგინალის ავტორი:Yoxnguk. original written:Yoxnguk