11 თავი

455 41 13
                                    

ჯიმინმა შეხედა თეჰიონს და ჯონგუკს, როდესაც ისინი თეჰიონის საძინებლიდან გამოვიდნენ. ტუჩები შეშუპებული ჰქონდათ და აშკარა იყო, რომ ისინი დიდი ხანი კოცნიდნენ ერთმანეთს.

"-მაშ, სად დავიძინო?"-ჰკითხა ჯიმინმა მორცხვად გაღიმებულმა.

"- რა თქმა უნდა დივანზე, სხვაგან სად?"-სწრაფად უპასუხა ჯონგუკმა და მისი ხელი, გველის მსგავსად შემოეხვია თეჰის წელს.

ჯიმინმა ჩაიცინა.

"-დამშვიდდი, მე არ ვაპირებდი საწოლის გაზიარებას".

ჯონგუკმა მშრალად ჩაიცინა. "-ნამდვილად არ მომწონხარ, იმედია ეს იცი."- თქვა მან, მაგრამ თეჰიონმა მსუბუქად მოხვია მკლავი.

"-გაჩერდი."-ჩაიჩურჩულა მან.

"-აუჩ, ძმაო, შენ მართლა მატკინე"-ჯიმინმა განაგრძო უმცროსის გაბრაზება.

"კარგი შენც, ჯიმინ. გაჩუმდი, არ გააგრძელო."-გააფრთხილა თეჰიონმა.

"-კარგი. როგორც არის."-ჯიმინმა თვალები აატრიალა.

"-არ ვვახშმობთ? შეგვიძლია პიცა ავიღოთ."-განაგრძო მან.

თეჰიონმა თავი დაუქნია: "-მე და ჯონგუკი წავალთ." ჯიმინმა ამოიოხრა, ის გულისხმობდა თეჰიონს და მას შეეძლოთ აეღოთ პიცა და არა ჯონგუკს.

"-მეც მინდა წამოსვლა, ნუ იქნები უხეში შენი სტუმრების მიმართ."

"-შეგიძლია წამოხვიდე, მაგრამ ძალიან ნუ გამაღიზიანებ.- თქვა ჯონგუკმა და თვალები გადაატრიალა.

ერთი საათის შემდეგ, ისინი სახლში დაბრუნდნენ პიცით ხელში. მოუსურვეს *"თან წაღება",[ამას ქვემოთ განვმარტავ, ვინც არ იცით] რადგან ჯონგუკს არ სურდა ჯიმინთან გარეთ ყოფნა. თეჰიონს და ჯონგუკს ერთმანეთის ხელები ეჭირათ, თეჰიონი იცინოდა რაღაცაზე, ჯონგუკმა სწრაფად აკოცა მას ცხვირზე. ჯიმინი მათ უკან მიდიოდა, აცრემლებული თვალებით, როცა უყურებდა წინ მყოფ ორს, რომლებსაც ასე უყვარდათ ერთმანეთი.

35Where stories live. Discover now