დღეს ჯიმინმა სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. თეჰიონსა და ჯონგუკს დაემშვიდობა. ჯონ გუკი კი ძალიან ბედნიერი იყო მისი წასვლის გამო.
სამი დღის შემდეგ:
თეჰიონი ჯონგუკის კალთაში ზის და ხელები კისერზე აქვს შემოხვეული.
,,-თეჰიონ, პატარავ, ჩვენ ნებისმიერ დროს ვერ დავხურავთ მაღაზიას, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ."-თეჰიონმა ჩაიბურტყუნა და თავი გააქნია.
"არა, შენი დაბადების დღეა! არავითარ შემთხვევაში არ მოგცემ უფლებას დღეს იმუშაო. და მინდა შენთან ერთად გავატარო დღე, ასე რომ .აჩუმდი და ისიამოვნე საჩუქრით, რომელსაც გთავაზობ."-ჯონგუკმა ჩაიცინა.
,,-შენ ისეთი ჯიუტი ხარ"-თეჰიონმა თავი დაუქნია. "და საყვარელი."-დაამატა მან, რამაც ჯონ გუკი ოდნავ გააცინა.
,,-დიახ, აუცილებლად საყვარელი".
,,-მაშ, რას აკეთებ ჩვეულებრივ დაბადების დღეზე?"-ჰკითხა თეჰიონმა
ჯონგუკმა მხრები აიჩეჩა: ,,-მე ბევრს არაფერს არ ვაკეთებ. თუმცა ყოველ წელს მამაჩემთან ერთად ვახშამზე გავდივარ. ეს ჩემი დღის საუკეთესო ნაწილია"-გაიღიმა ჯონგუკმა და თეჰიონმაც ვერ შეიკავა ღიმილი.
,,-მაშინ მე შენ მეყოლები მთელი დღე ჩემთვის, სანამ მამაშენთან წახვალ.
ჯონგუკმა თეჰიონს თმა უკან გადაუწია, რათა უკეთ შეეხედა მისთვის.
,,-შენ ამბობ, რომ არ გინდა ჩვენთან ვახშამი?"-ჯონგუკმა ,,დაიღრიალა", მაგრამ თეჰიონმა სწრაფად აკოცა მას.
,,-მინდა შენთან ერთად გავატარო დღევანდელი დღე, ვახშამი კი შენი და მამაშენის საქმეა, არ მინდა ამაში ჩარევა."
,,-მე ვივახშმებ იმ ადამიანებთან, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს, მეტი რა შეიძლება მოვითხოვო?"
,,-დარწმუნებული ხარ? რა მოხდება, თუ მამაშენს არ სურს მე იქ ვიყო?"
,,-ის წინააღმდეგი არ არის. ეს საკითხი დავამთავრეთ".
თეჰიონმა თავი დაუქნია და თქვა ,,კარგი. შემდეგ კი ჯონგუკს ტუჩებს აკოცა რამდენჯერმე.

YOU ARE READING
35
Fanfictionჯონგუკი არის 25 წლის, ხოლო თეჰიონი 35-ის. ✓ფიკი არის ნათარგმნი. ორიგინალის ავტორი:Yoxnguk. original written:Yoxnguk