19 თავი

214 22 7
                                    

ერთი კვირის შემდეგ

თეჰიონი დივანზე ზის და ვიდეო თამაშებს თამაშობს,  თან რაღაცეებს ​​თავისთვის წუწუნებს. 

,,-არ მჯერა, რომ მან ეს გააკეთა. იქნებ ჰგონია რომ პირველყოფილები ვართ?!  არ მჯერა, რომ  ჩემი შეყვარებული ,,გამოქვაბულის კაცია". სამზარეულოში მყოფმა ჯონ გუკმა გაიცინა. ,,-შენ ამაზე საათობით ლაპარაკობ! ოდესმე გაჩერდები?!" 

თეჰიონმა მას შეხედა: ,,-რა თქმა უნდა, ახლა ისე ლაპარაკობ, თითქოს ჩემი ბრალია.  ვინ ჭამს მარცვლეულის ბურბუშელას  კოლოფიდან?"

 "-რა უნდა გამეკეთებინა? არ ვიცი, სად არის თასები!"- ამტკიცებდა ჯონ გუკი. რამაც თეჰიონი აიძულა, ისევ ელაპარაკა. ,,-შენ იცი, რომ შეგეძლო გეკითხა"

„- მშიოდა და შენ შხაპს იღებდი, რაც საათობით გრძელდება ხოლმე, ასე რომ არა, არ შემეძლო- უპასუხა ჯონგუკმა. 

თეჰიონმა მას მკვლელი მზერა მიაპყრო. ,,-გაჯავრებული გამოქვაბულის კაცი"-თქვა მან და თავის ვიდეო თამაშს დაუბრუნდდა. 

ჯონგუკი დივანთან მივიდა და მის უკან დადგა. ,,-ნუ ხარ სულელური, შენ იცი რომ მიყვარხარ."

,,-მე არ მიყვარს გამოქვაბულის კაცი."- ჯიუტად თქვა თეჰიონმა.  რამაც აიძულა ჯონ გუკი დივანზე გადამხტარიყო და თეჰიონის გვერდით დამჯდარიყო. 

,,ჰმ, სამაგიეროდ ამ გამოქვაბულის კაცს უყვარხარ და ისე ძალიან უყვარხარ, რომ წინააღმდეგი არ იქნება, თუ შენ მარცვლეულის ბურფუშელას ხელებით შეჭამ, კოვზის გარეშე".

თეჰიონს გაბრაზებამ თითქოს გადაუარა და ჩაიცინა: ,,-ძალიან სულელი ხარ"- უთხრა მან უმცროს და ცხვირზე თითი ნაზად დაჰკრა.

 ,,-შეიძლება ახლავე დავაგემოვნო შენს მიერ გაკეთებული ვაფლები?" -ჰკითხა ჯონ გუკმა და თეჰიონმა თავი დაუქნია, ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა. 

ჯონ გუკი მას გაჰყვა და მაგიდასთან დაჯდა, ვაფლების მოლოდინში. თეჰიონმა მაგიდაზე ორი თეფში დადო და გუკის გვერდით დაჯდა. უმცროსმა აიღო ვაფლი და ოდნავ გაიღიმა. 

თეჰიონმა წარბები შეჭმუხნა: ,,რა?"- ჰკითხა მანამ, სანამ საკუთარ ლუკმას თეფშიდან იღებდა. „-ნუ, ცუდები არ არიან".

,,-მათ პლასტმასის გემო აქვთ." -თქვა ჯონგუკმა, როცა კიდევ ერთხელ ჩაკბიჩა, მაგრამ ჩანგალი ხელიდან გამოსტაცეს.

,,-არ უნდა მიირთვათ ისინი, თუ არ მოგწონთ!"

,,-შენ ისინი ჩემთვის გააკეთე, არა?"-თეჰიონმა თავი დაუქნია.

,,-მაშინ მე მათ შევჭამ! ახლა კი დამიბრუნე ჩემი ჩანგალი."- მან თეჰის ჩანგალი აიღო და კიდევ ერთი ნაჭერი შეჭამა.

თეჰიონმა მის კალთაში დაჯდომა გადაწყვიტა.

 ,,-რა გავაკეთე ისეთი, რომ შენ დაგიმსახურე?!" -ჰკითხა უფროსმა ჩუმად და ჯონგუკმა გაუღიმა.

,,-შენნაირი ანგელოზები ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ და მე მაქსიმალურად ვცდილობ ეს მოგცეთ."- უთხრა ჯონ გუკმა თეჰიონს. სიტყვების თქმის თანავე კი თეჰიონმა აკოცა.

მოვედი, მოვედი, მოვედიი♥

შედარებით პატარა თავია, მაგრამ ორიგინალ ფიკში მეტი არ იყო(დდდ)

შემდეგი თავი შედარებით დიდი იქნება და ვეცდები ის მაინც დავდო მალე🤍🪄

იმედია მოგეწონებათ და ისიამოვნებთ!(❁'◡'❁)

35Where stories live. Discover now