ჯონგუკი, თავისი ბინის წინ ზის, პატარა პარკში. თავი მაღლა ასწია, ცას შეხედა და ამოიოხრა. ფიქრებში იყო ჩაფლული, სანამ სიმღერის ხმა არ გაიგონა.
გვერდზე გაიხედა და დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გიტარაზე უკრავდა და თან მღეროდა. მის ირგვლივ რამდენიმე ადამიანი მოსასმენად შეკრებილიყო. ჯონგუკი წამოდგა და ბიჭისკენ წავიდა. მისი ხმა, ანგელოზის ხმის მსგავსი იყო. მაგრამ ჯონგუკი ფიქრობდა, რომ მისი სახე უფრო მიმზიდველი იყო, ვიდრე ხმა.
სიმღერის დასრულების თანავე ხალხმა ის ტაშით დააჯილდოვა, ბიჭმა კი სანამ წავიდოდნენ, მათ ჟესტს ღიმილით უპასუხა .
ჯონგუკი უბრალოდ იდგა, სანამ არ მიხვდა, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა.
საფულიდან 10 დოლარიანი ამოიღო და მამაკაცის გიტარის ბუდეში (ჩასადები) ჩადო.
"-თქვენ საოცრად იმღერეთ"- შეაქო ჯონგუკმა.
"-მადლობა"- უპასუხა ბიჭმა "-მაგრამ მე არ ვმღერი ფულისთვის".
"- არა? ოჰ ბოდიში, ვიფიქრე რომ შენ მღეროდი, გიტარის ბუდე იყო ღია და მე ვიფიქრე-
"-არა უშავს, ეს პირველი შემთხვევა არ არის. უბრალოდ ამოიღე შენი ფული გიტარის ბუდიდან, რომ გიტარის ჩადება შევძლო."
"-დიახ-დიახ, ბოდიში"- უთხრა ჯონგუკმა, შემდეგ კი ფული ამოიღო, რომ ბიჭს გიტარა ჩაედო.
"-შენ ძალიან კარგად მღერი"- უთხრა ისევ.
"- ვფიქრობ რომ ჩვენ ეს უკვე განვიხილეთ, მაგრამ მაინც მადლობა"- გაიღიმა. ჯონგუკი კი თავს უხერხულად გრძნობდა.
"-ჰო"- უხერხულად ჩაიცინა.
-" სხვათა შორის, მე ჯონგუკი ვარ"- გაუწოდა ხელი, მის წინ მჯდომ ბიჭს."- სასიამოვნოა შენი გაცნობა. მე თეჰიონი"- გაიცინა თემ და ჯონგუკი დაიფიცებს, რომ ეს ყველაზე ლამაზი ღიმილი იყო, რაც კი აქამდე უნახავს.
"-შეიძლება აქ დავჯდე?- მიანიშნა ჯონგუკმა თეჰიონს, მის გვერდით ადგილზე. მან თავი ოდნავ დაუქნია და გვერდით მიიწია, რომ ბიჭი დამჯდარიყო.
"-აქამდე არ მინახიხარ აქ"- დაიწყო ჯონგუკმა. "- ვგულისხმობ, გიტარაზე დაკვრა და სიმღერა"
თეჰიონმა ჩაიცინა. "- ჰო, პირველი შემთხვევაა ჩემი ამ პარკში მოსვლის. დიდი ხანი არაა, რაც აქ გადმოვედი".
"-ოჰ! ვიმედოვნებ რომ აქაურობას მალე შეეგუები, აქ ყველაფერი ძალიან კარგია."- უპასუხა ჯონგუკმა ღიმილით".
"-შენზე რას იტყვი? სადმე ახლოს ცხოვრობ აქ?"- სცადა თეჰიონმა საუბრის გაგრძელება. ის აქ არავის იცნობდა და იმედი ჰქონდა, რომ ჯონგუკი გახდებოდა მისი მეგობარი.
"-ჰო, მხოლოდ ერთი კორპუსის მოშორებით".
"-მეც! ალბათ მეზობლები ვართ". ჯონგუკმა გაიღიმა, მაგრამ ახლა უფრო ენთუზიაზმით. "-შეიძლება".
ამის შემდეგ უხერხულ სიჩუმეში ისხდნენ, სანამ ჯონგუკმა ყელი არ გაიწმინდა (ხმა არ ამოიღო):
"-კარგი იყო შენი გაცნობა, მაგრამ ახლა უნდა წავიდე"- თქვა მან და ფეხზე წამოდგა.
"-ჩემთვისაც სასიამოვნო იყო! იქნებ კიდევ გნახო".- იმედიანად თქვა თეჰიონმა და გაიღიმა.
"რა თქმა უნდა"- გაიცინა გუკმა, სანამ შემობრუნდებოდა და წავიდოდა.
ფიქრობდა , რომ ის ბიჭი, რომელიც მან ახლახანს გაიცნო, ყველაზე ლამაზი ადამიანი იყო, ვინც კი ამ პლანეტაზე დადიოდა. შემდეგ კი თავისთვის ჩაიღიმა და გზა გააგრძელა.
-------------------------------------------------------------
heyyyyyy🤍🌸
მოკლედ დავიწყე ფიკის თარგმნა. თავები მალ-მალე დაიდება 3-4 დღეში.
ეს თავი შედარებით პატარაა, მაგრამ ნელ-ნელა ზომაში მოიმატებს.😅
იმედი მაქვს გვერდში დამიდგებით, თარგმნის პროცესში.💕
YOU ARE READING
35
Hayran Kurguჯონგუკი არის 25 წლის, ხოლო თეჰიონი 35-ის. ✓ფიკი არის ნათარგმნი. ორიგინალის ავტორი:Yoxnguk. original written:Yoxnguk