3 თავი

653 66 26
                                    

სამი დღის შემდეგ, ჯონგუკის პირველი სამუშაო დღე იყო. ამ სამი დღის განმავლობაში, მან დიდი დრო გაატარა თეჰიონთან, რათა დახმარებოდა, კაფის გახსნისთვის მზადებაში.

ჯონგუკი დარწმუნებული იყო, რომ ის ქრაშავდა თეჰიონს. გუკს არ აღელვებდა, მათ შორის ასაკობრივი სხვაობა, მაგრამ იცოდა, რომ უფროსი ბავშვად აღიქვამდა, შესაძლოა მეგობრადაც, მაგრამ უფრო მეტად ბავშვად. ამიტომ მან უნდა მოძებნოს გზა, რათა დაუმტკიცოს თეჰიონს, რომ ის ბავშვი არ არის.

"-აღფრთოვანებული ხარ შენი პირველი დღით?"- ჰკითხა თეჰიონმა ჯონგუკს, რომელიც წინსაფარს იკეთებდა და სახეზე უზარმაზარი ღიმილი გამოესახა .

"-ეგრე შენთვისაც პირველი დღეა აქ ."- თქვა ჯონგუკმა და თეჰიონს გაუღიმა , რომელიც უკვე, საუკუნეა ცდილობს წინსაფრის შეკვრას .

გუკი წავიდა თეჰიონისკენ და ხელი მოკიდა შესაკრავს. "-და შენ ამბობ,რომ ბავშვი მე ვარ?!".- თქვა ჯონგუკმა, სანამ თეჰიონს შემოაბრუნებდა მისკენ, "-შენ ძალიან საყვარელი ხარ ."- უთხრა  მან და თეჰიონის ლოყებს ხელი მოკიდა.

თე ოდნავ გაწითლდა და ჯონგუკის ხელები სახიდან მოიშორა. "- ჯონგუკ, მე შენზე უფროსი ვარ, მაგრამ შენ საყვარელი ხარ."- თქვა თეჰიონმა და მეორეს თმები აურია.

"-ასაკი მხოლოდ რიცხვებია. ეს არაფერს ნიშნავს. და  ვფიქრობ, რომ ნამდვილად საყვარელი ხარ".
"-შენ ახლა ჩემთან ფლირტაობ?" ჰკითხა თეჰიონმა.
"-შეიძლება. რამე პრობლემაა?"-იკითხა ჯონგუკმა უდანაშაულოდ.

თეჰიონმა მას შეხედა და წარბი ასწია: "-შენ საკმაოდ პირდაპირი ხარ და მართლაც არის პრობლემა. მე, ათი წლით უფროსი ვარ შენზე. შენ არ გჭირდება ვინმე ჩემნაირი, შეგიძლია ის გყავდეს, ვინც შენზე ახალგაზრდაა.

ჯონგუკმა ამაზე გაიღიმა: "-მადლობა ღმერთს, რომ მხოლოდ ესაა ერთადერთი პრობლემა, რაც არსებობს. ვფიქრობდი, რომ შენ პირდაპირ აპირებდი გეთქვა, შენი ორიენტაციის შესახებ.

35Where stories live. Discover now