7 თავი

506 52 3
                                    

თეჰიონის გაღვიძების მიზეზი მზე იყო, რომლის სხივები პირდაპირ სახეზე ეცემოდა.  ქვემოთ დაიხედა და დაინახა  ჯონგუკი, რომლის ხელი მისას გადაჯაჭვოდა. თავი კი  ძილის დროს, დივანზე დაეყრდნო. თეჰიონი თავს დამნაშავედ გრძნობდა, რომ გუკის ასე ეძინა იატაკზე.

"-ჯონგუკ, გაიღვიძე"-თქვა მან და ნელა გაუშვა ხელი, მის ხელს. ჯონგუკმა თვალები გაახილა და ერთი წამით დაიბნა, სანამ თეჰიონს შეხედა.
"-დილა მშვიდობისა, თავს უკეთ
გრძნობ?"- იკითხა შეშფოთებულმა. თეჰიონმა გაიღიმა და თავი დაუქნია.             
"- იდიოტო, რატომ დაიძინე იატაკზე?".                                                                                                            "-მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ კარგად იქნებოდი."- თქვა ჯონგუკმა.

"-მადლობა რომ ჩემზე ზრუნავ,  ვაფასებ ამ ყველაფერს."-  გადაუხადა უფროსმა  მადლობა მას, ფეხზე წამოდგომამდე.

"-მე შხაპს მივიღებ  და სწრაფად დავბრუნდები, არსად წახვიდე. შეგვიძლია ჩვენ ვისაუზმოთ და ერთად წავიდეთ სამსახურში". შესთავაზა თეჰიონმა. "თუ შენ  ეს გინდა...".

"- ვისურვებდი ამის გაკეთებას, მაგრამ მე უნდა მივიღო შხაპი და გამოვიცვალო ტანსაცმელი.

"-მე დამატებითი ტანსაცმელი მაქვს, არ წახვიდე.- თქვა თეჰიონმა რბილად. უცებ იგრძნო ,რომ ის უმცროსზე  ზეწოლას ახდენდა, მაგრამ  არ სურს მარტო ყოფნა. მოწონს როდესაც გვერდით ჯონგუკი ჰყავს. ჯონგუკმა გაიღიმა.

"-მაშინ მგონი დარჩენა შემიძლია". ნახევარი საათის შემდეგ ორივემ შხაპი მიიღო. სუფთა ტანსაცმლით ისხდნენ დახლთან და საუზმობდნენ.

"-ვფიქრობ, რომ მე კარგად გამოვიყურები შენს ტანსაცმელში. მაგრამ თავს დავდებ, რომ შენ უკეთ გამოიყურები ჩემსაში."- ჯონგუკმა თვალი ჩაუკრა და თეჰიონი გაჩუმდა.

"-რაც გუშინ ღამით თქვი, რომ შენ ნამდვილად მოგწონვარ, ამას გულისხმობ?"-ჰკითხა თეჰიონმა წუთიერი დუმილის შემდეგ. ჯონგუკს გაუკვირდა, რომ მეორეს ამ ტემის განხილვა უნდოდა, მაგრამ თავი დაუქნია,  უფროსს თვალებში უყურებდა.

35Where stories live. Discover now