16 თავი

296 36 7
                                    

ორი დღის შემდეგ:

თეჰიონმა გაიღვიძა და გული აუჩუყდა, როცა საწოლზე ჩანაწერი დაინახა, სადაც წესით ჯონ გუკს  უნდა სძინებოდა.
ქაღალდი ხელში აიღო, მაგრამ შიშის გამო ვერ გახსნა რომ წაეკითხა. 

,,რა მოხდება, თუ მანაც მიმატოვა? რატომ მტოვებს ყველა წერილების საშუალებით? არ ვიმსახურებ ახსნას? მეგონა კარგად ვიყავით ერთმანეთთან. სულელო თეჰიონ"-გაიფიქრა თეჰიონმა და ცრემლებმა სახეზე ჩამოსვლა დაიწყეს. 

გადაწყვიტა, რომ უბრალოდ უნდა გაეხსნა ჩანაწერი, რათა გაეგო, რატომ დატოვა ჯონგუმა ასე. სწორედ ამ დროს საძინებლის კარზე დააკაკუნეს, სანამ იტყოდა ,,შემოდით", კარი გაიღო და ჯიმინი შევიდა. 

,,-ჰეი, რატომ ტირი? ყველაფერი კარგადაა?"-ჯიმინი მივარდა თეჰიონთან მის დასამშვიდებლად, მაგრამ თეჰიონმა თავი დაუქნია, იმის მანიშნებლად რომ ყველაფერი რიგზე იყო.

,,-დღეს ნახე ჯონგუკი?"- იკითხა თეჰიონმა ტირილით.

მაგრამ ჯიმინმა თავი გააქნია: ,,-არა, ახლახან გამეღვიძა. მეგონა, რომ ის აქ იყო, შენთან."-აუხსნა ჯიმინმა, შემდეგ თეჰიონმა ჯონგუკის დატოვებული წერილი გადასცა.

 ,,-მან ეს ჩემთვის დატოვა"-ჩაიჩურჩულა. 

ჯიმინს წამით თვალები გაუფართოვდა და  დანაშაულის გრძნობა დაეუფლა.  ფიქრობდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ის სიტუაცია, როდესაც  მან დატოვა თეჰიონი, ერთი წლის წინ. 

რეალურად არ იცოდა რა ეთქვა, როგორ დაეწყნარებინა ის, როცა მანაც იგივე გაუკეთა, მაგრამ მაინც ცდილობდა.

 ,,-დარწმუნებული ვარ, რომ მას კარგი ახსნა აქვს. რა ეწერა ჩანაწერში?"-თეჰიონმა თავი გააქნია.

 ,,-ჯერ არ გამიხსნია."- უთხრა მან და ჯიმინმა ამოიოხრა.

,,-თეჰიონ, დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ დაგტოვებდა, მას შენ უყვარხარ."

,,- შენ ამან არ შეგიშალა ხელი წასვლაში."-უპასუხა თეჰიონმა და ჯიმინმა თავი სისულელედ იგრძნო, სანამ არ დაინახა ჯონგუკი, რომელიც კარებში შემოდიოდა.

,,-რა ხდება?"-ჰკითხა ჯონგუკმა, როცა დაინახა ჯიმინი, რომელიც საწოლზე იჯდა თეჰიონის გვერდით.

 თეჰიონმა მაღლა აიხედა, როგორც კი მისი ხმა გაიგო. ჯონგუკმა ჩანთები რომელიც ხელში ეჭირა დადო და თეჰიონისკენ წავიდა.

,,-პატარავ, რატომ ტირი? რა მოხდა?"- იკითხა შეშფოთებულმა.

ჯიმინმა გადაწყვიტა ისინი მარტო დაეტოვებინა, ამიტომ გავიდა და კარი მიხურა.

 ,,-მე მეგონა მიმატოვე."-თქვა თეჰიონმა და ცრემლების მოწმენდა სცადა, მაგრამ ჯონგუკმა სახიდან ხელები მოაშორა და თეჰიონს ცრემლებიან სახეს აკოცა.

,,-მე არასოდეს მიგატოვებ, პატარავ. რატომ ფიქრობ ასე?"- თქვა ჯონგუკმა რბილად, თან  ლოყაზე ეფერებოდა.

,, -იმიტომ, რომ როცა გავიღვიძე, შენ აქ არ იყავი, ეს ჩემს გვერდით ვიპოვე და ..."- თეჰიონმა ანიშნა ქაღალდზე. ჯონგუკი მაშინვე მიხვდა, რატომ იფიქრა ეს, თეჰიონს ეგონა, რომ ჯიმინის მსგავსად მიატოვა

ჯონგუკი ჩაეხუტა თეჰიონს და თავზე აკოცა: 

,,-არასდროს დაგტოვებ თეჰიონ, მით უმეტეს, ასე არა. უბრალოდ საუზმისთვის მოსატანად გავედი, რადგან დასვენების დღეა. 

თეჰიონი მის ტანს მოშორდა და  შეხედა: „-არ ვიმსახურებ''.

 ჯონგუკმა გაიღიმა. ,,-მეტი უნდა მეფიქრა, სანამ შენთვის ჩანაწერს დავტოვებდი. ვწუხვარ, ეს აღარ განმეორდება. ახლა გთხოვ, გამიღიმე."

თეჰიონმა ღიმილი ვერ შეკავა. რა ჯანდაბა გააკეთა მან ისეთი, რომ ჯონ გუკის მსგავსი საოცარი ადამიანი დაიმსახურა? 

,,-მიყვარხარ."-თქვა თეჰიონმა და ჯონ გუკმა ცხვირზე აკოცა

,,-მეც მიყვარხარ. ახლა კი შეწყვიტე ტირილი და ნება მომეცი გაჭამო. ჰმ? მე მოვიტანე შენი რჩეული საკვები."

თეჰიონმა თავი დაუქნია და სახე ჯონგუკის კისერში ჩარგო.

,,-მაგრამ მოდი, ცოტა ხნით ასე დავრჩეთ."-თქვა მან. შემდეგ იგრძნო ჯონგუკოს უფრო მჭიდროდ ჩახუტება და თმაზე კოცნა.


ხალხოოოოოოო! მოვედი, ცოცხალი ვარ, არ მოვმკვდარვარ,

ვიციი, თითქმის სამი თვეა ფიკის ახალი თავი არ დამიდია და შიძლება სულ დაგავიწყდათ, რომ არსებობს. მაგრამ არდადეგებია და იმედია მაპატიებთ.

ჰოო მართლა, ამ თავის წაკითხვის შემდეგ, გამიზიარეთ თქვენი აზრი და შთაბეჭდილებები.

LOVE YOU ALL!💜🌸

35Where stories live. Discover now