ჯონგუკი ბინის მისაღებში ბოლთას სცემდა, ფრჩხილებს იკვნეტდა და თან რაღაცებს ჩურჩულებდა თავისთვის, სანამ კარზე კაკუნის ხმა არ გაისმა.
ნამჯუნმა კარი გააღო, რომ თეჰიონი სახლში შეეშვა.
,,-ის ასეა მას შემდეგ, რაც გაიღვიძა."-უთხრა მან თეჰიონს, რომელმაც თავი დაუქნია და სწრაფად მივიდა ჯონ გუკთან.
,,-პატარავ, რა მოხდა?"- ჰკითხა თეჰიონმა, როგორც კი უმცროსს ხელი მოჰკიდა. ,,-ჯონ გუკ, შეწყვიტე სიარული და შემომხედე."-მოითხოვა რბილად, რამაც აიძულა ჯონ გუკი გაეკეთებინა ის, რაც უთხრეს.
,,-არ ვიცი, აშკარაა თუ არა, მაგრამ მე მართლა ვნერვიულობ. რა მოხდება, თუ შენს მშობლებს არ მოვეწონები? რა მოხდება, თუ ისინი ფიქრობენ, რომ მე უბრალოდ ბავშვი ვარ? რა მოხდება, თუ მათ ჩვენი ერთად ყოფნა არ მოუნდებათ?"-ჯონგუკმა მთელი თავისი აზრები ხმამაღლა გააჟღერა და თეჰიონი დაჯდა მის გვერდით.
„-პატარავ, შემომხედე, როდიდან გაინტერესებს, რას ფიქრობენ სხვები ჩვენს ურთიერთობაზე? შენ არ იყავი ის, ვინც მასწავლა რომ არ უნდა მოუსმინო რას ამბობენ სხვები? შენ მასწავლე, რომ კარგია იმის სიყვარული, ვინც გინდა რომ გიყვარდეს და არ აქვს მნიშვნელობა ის ვინ იქნება. პლიუს, ჩემი მშობლები შეგიყვარებენ, ამაზე არ ინერვიულო. შენ დამიმტკიცე, რომ ბავშვი არ ხარ. კაცი ხარ, გასაგებია?! ამიტომ შეწყვიტე ფრჩხილების კვნეტა და დამშვიდდი. სანერვიულო არაფერია."-ჯონგუკმა თავი ნელა დაუქნია და უფროსის მკლავებში ჩაიკარგა.
,,-არ ვიცი, რას გავაკეთებდი შენ გარეშე."- ჩაიჩურჩულა მან თეჰიონის კისერთან.
,,-ჩემს გარეშე, თქვენ ვერ შეხვდებით თეჰიონის მშობლებს!- თეჰიონმა ჩაიცინა, როცა ჯონ გუკმა მხიარულად უკბინა კისერზე, შემდეგ კი მის სახეს შეხედა:
,,-მიყვარხარ"-თქვა მან და თეჰიონს შუბლზე აკოცა, მან კი გაიცინა.
,,-მეც მიყვარხარ."
* * *
YOU ARE READING
35
Fanfictionჯონგუკი არის 25 წლის, ხოლო თეჰიონი 35-ის. ✓ფიკი არის ნათარგმნი. ორიგინალის ავტორი:Yoxnguk. original written:Yoxnguk