2 თავი

712 66 3
                                    

პირველი შეხვედრიდან, სამი დღის შემდეგ, თეჰიონი და ჯონგუკი, სკამზე გვერდი-გვერდ ისხდნენ და საუბრობდნენ.

"-ანუ, სიმღერა არ არის შენი საქმე?" - იკითხა გუკიმ.

"-არა, მე მქონდა პატარა საკონდიტრო მაღაზია, ჩემს მშობლიურ ქალაქში და ახალი მალე გაიხსნება აქ , სულ რაღაც ორ დღეში".-უპასუხა თეჰიონმა.

"-ოჰ! მაშინ აუცილებლად დაგჭირდება თანამშრომლები, არა?"- ჰკითხა ჯონგუკმა აღელვებით.

თეჰიონმა ჩაიცინა იმაზე, თუ როგორ აღელვებული ჩანდა მეორე:

"-ნება მომეცი გამოვიცნო, სამსახურს ეძებ?"- ჰკითხა თეჰიონმა.

ჯონგუკმა მორცხვად დაუქნია თავი: 

"-ჰო, მე ვეძებ სამსახურს მამაჩემის დასახმარებლად,  არ მინდა, რომ მან ორ სამსახურში იმუშაოს."

"- შენ მამასთან ერთად ცხოვრობ?" ჰკითხა თემ. ჯონგუკი დაეთანხმა."რამდენი წლის ხარ? "

"- 25-ის ვარ." უპასუხა გუკიმ. თეჰიონმა კი, უბრალოდ შეხედა.

"-მე ვიცი რასაც ფიქრობ. და არა, მე არ დავდივარ კოლეჯში და არ ვარ კურსდამთავრებული, ასე რომ, თითქმის არავინ არ დამიქირავებს. მე არასოდეს ვიცოდი, რომ მოლარედ სამუშაოდ დიპლომი ან სხვა რამ იყო საჭირო "- თქვა ჯონგუკმა სარკასტულად.

არავინ დათანხმდა მისთვის სამუშაოს მიცემას, რადგან არასოდეს დადიოდა კოლეჯში, უმარტივეს სამსახურებსაც კი, არ უნდოდათ მისი აყვანა და სძულდა ეს ყველაფერი, მას სძულდა იმის შეგრძნება, რომ თითქოს საკმარისი არ იყო.

"-მე არ განგსჯი. იცი რა არის ცომეული, არა?"- ჰკითხა თეჰიონმა.

ჯონგუკმა დამცინავად უპასუხა: "რა თქმა უნდა, მე არ ვარ ბავშვი ".

"-შენ მართლა ბავშვი ხარ" თეჰიონმა მხიარულად თქვა, ჯონგუკი კი ისევ გამასხარავებული დატოვა.

"-ბავშვი? მე შეიძლება შენზე უფროსიც კი ვიყო, სინამდვილეში."

თეჰიონმა ამაზე გაიცინა: "-მე შენზე უფროსი ვარ, ბავშვო". ჯონგუკმა მას შეხედა:

"-მაშინ რამდენი წლის ხარ?"

"-ოცდათხუთმეტის."

"- შენ უბრალოდ იტყუები, იმის დასამტკიცებლად, რომ მე ბავშვი ვარ".- უთხრა გუკმა. საერთოდაც არ სჯეროდა მისი ნათქვამის. არავითარ შემთხვევაში არ იყო თეჰიონი მასზე უფროსი, ის ხომ ისეთი ახალგაზრდა ჩანდა.

"-35 წლის ვარ, ჯონგუკ. მე არ ვიტყუები და თუ  რამე გაგეგება  საკონდიტრო ნაწარმის, მაშინ ვფიქრობ, რომ მოგცე სამსახური. ბოლოს და ბოლოს, მე მჭირდება თანამშრომელი.

ჯონგუკმა დაივიწყა საუბარი ასაკზე და ფართოდ გაიღიმა ისე რომ, კბილები გამოუჩნდა.

"-მართლა? სამსახურს მომცემ?"

"- რა თქმა უნდა, თუ მკვლელი არ ხარ. "-უპასუხა თეჰიონმა.

"-დიდი მადლობა! შენ არ იცი რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის!"-ჯონგუკი ისეთი მადლიერი იყო, რომ ბოლოს და ბოლოს მას შეუძლია დაეხმაროს მამას.

თეჰიონმა გაიღიმა საპასუხოდ. "-ყველაფერი მზად უნდა იყოს ორ დღეში და შენ დაიწყებ მუშაობას.

"-ეს ნიშნავს რომ მანამდე ვერ გნახავ?" - ჰკითხა გუკმა, ცოტა სევდიანად.მას ნამდვილად სიამოვნებდა ბიჭთან ერთად ყოფნა.

"- ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მე დაკავებული შეიძლება ვიყო კაფის მოწყობით." -უპასუხა თეჰიონმა.

"-მეც შემიძლია დაგეხმარო მოწყობაში."- თქვა ისევ აღელვებულად ჯონგუკმა.

"- დაგირეკავ, ბავშვო."

ოჰ, როგორ სძულდა ჯონგუკს, თეჰიონი რომ ბავშვს ეძახდა, მაგრამ მან მაინც გაიღიმა. ეს უკანასკნელი, მალე მაინც მისი უფროსი იქნებოდა, შენ კი არ შეგიძლია ცემო შენი უფროსი - გარკვეულწილად ქრაში- მხოლოდ იმიტომ რომ,  ენა გააჩუმოს. 

უკვე საღამოს კი, ჯონგუკი საწოლში, ბედნიერი იწვა. მას შემდეგ რაც დაიწყებს მუშაობას,  მამამისს არ მოუწევს მთელი დღე მუშაობა და ასევე ღამით წასვლა. მათ შეუძლიათ  გაატარონ ერთად მეტი დრო და უნდა, ეს ყველაფერი მალე მოხდეს, მეტს ვეღარ მოიცდის.

ესეც ახალი თავი 🌟
იმედია ისიამოვნეთ😻
პ.ს პატარა თავებია, ვიცი, მაგრამ ვერ გავაერთიანებ ორს, ავტორი არ დამრთავს ნებას😐.
ნელ-ნელა გაიზრდება🙈

35Where stories live. Discover now