4 თავი

591 63 6
                                    

ის კვირა ჯონგუკი უწყვეტად ეფლირტავებოდა თეჰიონს და ის კი უბრალოდ თავს შორს იჭერდა მისგან. მოიტყუებოდა თეჰიონი თუ იტყოდა , რომ არ ენატრებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც მასზე ზრუნავდა და მოსწონდა მისი ყურადღება, მაგრამ გრძნობდა, რომ მეტისმეტად დიდი იყო გუკისთვის.

შაბათს ღამე ჯონგუკი, სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ ასუფთავებდა მაგიდას. "-ვფიქრობ, რომ კარგი გადაწყვეტილება იყო შენი სამსახურში აყვანა."- მოისმინა თეჰიონის ნათქვამი: "-შენ მართლა ყველაფერს აკეთებ, არა?"

ჯონგუკმა გაიცინა: "-ეს სამუშაო ჩემთვის ბევრს ნიშნავს. შენი წყალობით მამაჩემს აღარ სჭირდება ღამის ცვლა და შეუძლია დაისვენოს სახლში. თეჰიონმა გაიღიმადა თანაც ყოველდღე გნახავ, ასე რომ ეს არის ბონუსი."- განაგრძო მან.

თეჰიონს ღიმილი სახიდან გაუქრა. "-ჯონგუკ, გთხოვ". "-მე არასოდეს ვიქნები შენთვის საკმარისი, გაიგე? შენ, შენ ისეთი ადამიანი უნდა იპოვნო ვინც ჩემზე მეტად გიმსახურებს. შენ ძალიან საყვარელი  ხარ და ნებისმიერს გაუმართლებს ვინ შენ გეყოლება".

ჯონგუკმა შეხედა მას: " -და რატომ არ შეიძლება იყო ის ვიღაც? შენ საკმარისზე მეტი ხარ." -თქვა სერიოზული ტონით და პირდაპირ თვალებში შეხედა.

"-რასაც შენ გრძნობ ჩემ მიმართ, უბრალოდ მიზიდულობაა ჯონგუკი, მაშინაც კი, თუ მე მოგცემ შანსს, მალევე მოგბეზრდები."- ცდილობდა ახსნას უფროსი.

"-შენ ვერ გადაწყვეტ რას ვგრძნობ, გასაგებია? რატომ გეპარება ჩემში ეჭვი ასე? ეს ჩვენი ასაკის გამოა?"- დაარტყა ხელი მაგიდას ჯონგუკმა.

"-ჰო! ჩვენი ასაკობრივი სხვაობაა მიზეზი, ჯონგუკ! მე შენზე ათი წლით უფროსი ვარ! არ გესმის? მაშინაც კი, თუ ჩვენ ორივე კარგად ვიქნებით ერთმანეთთან, ხალხი ილაპარაკებს." ( ეე ბიჭო, რა ხალხის ტ**კის საქმეა)

"-მე არ მაინტერესებს რას იტყვის ხალხი! ეს არის ჩემი ცხოვრება და მე უნდა გადავწყვიტო ვინ მინდა და შენ მინდიხარ." ჯონგუკმა ჩუმად თქვა ბოლო წინადადება. (ზუსტადაც (●'◡'●))

თეჰიონმა თავი დახარა, "-არ შეგიძლია. შენ არ შეგიძლია გინდოდე მე."- თქვა მან ხმა გატეხილმა და  ცრემლები ჩამოუგორდა ლოყაზე. ჯონგუკი სწრაფად მივიდა მასთან, როგორც კი ეს დაინახა და ნიკაპი ხელით აუწია.

მან უფროსის ცრემლები ცერა თითებით მოიწმინდა, "-კარგი, კარგი ბოდიში. გთხოვ, ნუ ტირი. მე არ გაიძულებ ჩემი გრძნობების მიღებას, უბრალოდ არ შეგეპაროს ეჭვი მათში.

თეჰიონმა შეხედა: "-ბოდიში. მესმის. მაგრამ მე არ შემიძლია შენთვის მეგობარზე მეტი ვიყო, გესმის?"- თქვა მან "-ჯერჯერობით".

ჯონგუკმა გაიღიმა და თავი დაუქნია. "-შემიძლია დაგელოდო, მე არ გაჩქარებ".  "-მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ მე შევწყვეტ შენთან ფლირტს". თეჰიონმა ამაზე გაიცინა . "-კარგი."
"-მოიცადე, მოიცადე. შენ ახლა რა თქვი. იქნებ, მე არ ვიცი და... მოგწონვარ?"-ჯონგუკმა თვალი ჩაუკრა.

"-მე უბრალოდ ვფიქრობ რომ საყვარელი ხარ, ვნახოთ.- თვალი ჩაუკრა თეჰიონმა.

"ვაიმე. ეს პროგრესია, შენ თვალი ჩამიკარი და საყვარელი დამიძახე!"-წამოიძახა ჯონგუკმა გახარებულმა და თეჰიონს გაეცინა, "-შენ ახლა სახლში უნდა წახვიდე, მეგობარო".- უთხრა მან.

ჯონგუკმა შეხედა, "-ოჰ". - თქვა  სანამ გზას გაივლიდა.
"-ხვალ გნახავ, თე. ღამე მშვიდობისა.

"-ღამე მშვიდობისა, ჯონგუკ.

ესეც ახალი ქიუთობა თავი 😻🧚‍♀️
რას ფიქრობთ, გამიზიარეთ თქვენი აზრი💜

35Where stories live. Discover now