649 36 18
                                    

ენჰაიპენის კონტრაქტის მიხედვით ჯგუფის მეორე წლის თავზე ჯგუფში ახალი წევრი დაემატებოდა 1 წლით.
ამიტომ მათ დებიუტამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს გოგონას ძებნა, დიახ გოგონას.
ბიჭებს ალბათ წარმოდგენაც არ აქვთ რომ მათი ახალი წევრი გოგო იქნება ისინი ალბათ ისევ ბიჭს ელოდებიან. მაგრამ არა.
დიდხანი არ უძებნიათ სტაფებს და მენეჯერებს მალევე იპოვეთ გოგონა სახელად ეველინი, ძალიან ჯიუტი გოგოა, ამავდროულად ლამაზი და ნიჭიერი.
ორი წელი ავარჯიშებდნენ შეასწავლენ ენჰაიპენის ყველა ქორეგრაფია. და სრულებითაც მზად იყო შეხვედროდა ბიჭებს,არ ადარდება რომ შვიდ ბიჭში ერთი გოგო იქნებოდა, ისიც ბიჭია, სულიერად.

__ეველინი__

მობეზრდა უკვე ამდენი ვარჯიში, აუტანელია სტაფების ხმა რომელიც მეტს და მეტს ითხოვენ ჩემგან.

-ეველინ უფროსწორედ ევა— ევა ჩემი სასცენო სახელია, ვერ ვხვდები რატომ მეძახიან, ჯერ ჯგუფის წევრი არ ვარ, ოფიციალურად ვარ სულიერად არა.

-და ევას რატომ მეძახი? შეგიძლია ეველინი დამიძახო—იატაკზე გაოფლილი ჩამოვჯექი და მენეჯერს ავხედე, წყლის ბოთლი მომაწოდა ხელშირ აღაც ფურცლები ეჭირა.
ყურადღება არ მივაქციე უბრალოდ ბოთლი გავხსენი და პირზე მოვიყუდე.

-იტირომ, რომ მიეჩვიო რისი თქმა მინდოდა ხო, ხვალ ენჰაიპენს დადებიუტებიდან ორი წლის თავი უსრულდებათ—დაასრულა თუ არა პირში დაგუბებული წყალი იატაკზე აღმოჩნდა.

-რა? უკვე ორი წელი გავიდა? და მე მათ ხვალ უნდა შევხვდე?

-დიახ, დღეს 27 ოქტომბერია, მეტი ვარჯიში აღარ გინდა უბრალოდ დაისვენე დილიდან ვარჯიშობ ცოდო ხარ—მზრუნველად გამიღიმა მე კი ფიქრებში მაგრად ვაგინებ.

-არაუშავს ძვირფასო უკვე მივეჩვეიე ყოველდღიურ რუტინას, შეგიძლია წაბრძანდეთ ცეკვას გავაგრძელებ.—მენეჯერი უთქმელად გავიდა მე კი წამოვდექი. ნაბიჯი გადავდი თუ არა წყალზე ფეხი ამიცურდა და იატაკზე მოვჯექი.

7 PRINCES OF HELL//ENHYPEN (15+)Where stories live. Discover now