--ჰისონი—
ალბათ დილის 7 საათი იქნებოდა, რომ გავიღვიძე, პირველი თვალში ეველინი მომხვდა, ჩემზე იწვა და ხელები მოკუმული ჰქონდა, როცა დაიძინა საწოლის კუთხეში იწვა, შუაში ბალიში იდო და მაბრთხილებდა, არ მომეკაროო, ახლა თვითონ არის ჩემზე წამომოტრიალებული.
ჩამეღიმა, ჯერ არ მინდოდა ადგომა.
ეველინს ხელები მოხვიე და ძილი გავაგრძელე, ფუმფულა დათუნიასავით არის.—ეველინი—
ადრე არ გამიღვიძია, 12 საათი იყო, კარგად მეძინა და თავის შეწუხება არ მინდოდა, დღეს არც ვარჯიშზე ვიყავი და არც სკოლაში.
ჰისონი გვერდით აღარ მეწვა.
კი, ვინებივრე საწოლში მაგრამ საათს დავხედე და მაშინვე ფეხზე წამოვხტი.
12 საათი არის, ჯონგინი კი 1ზე აქ იქნება.
-ჯანდაბა ეველინნ—თავ ქუდ მოგლეჯილი წამოვვარდი საწოლიდან, ცოტა დრო მაქვს დარჩენილი, მე კი ოთახის მილაგება, ბანაობა და საჭმლის გაკეთება უნდა მოვასწრო.
მისაღებში გავდივარ სადაც ბიჭები ზიან-ბავშვებო! თქვენი დახმარება მჭირდება, სასწრაფოდ.
-რაში?—მკითხა ჯონვონმა, ჩემსკენ არც გამოუხედავს.
-1 საათი დამრჩა, ჯონგინი ერთ საათში მოვა და არაფერი მაქვს გაკეთებული დამეხმარეთ, გთხოვთ.—ყველამ ნელა და ერთნაირი სიფათენით გამომხედეს.
-შენი პრობლემაა—მხრები აიჩეჩეს, ჩიფსის ჭამა და ფილმის ყურება განაგრძეს.
-კარგით—გაბრაზებული გამოვბრუნდი, ოთახის ლაგება დავიწყე, დიდი უსაშველო დასალაგებელი არ იყო, მალე მოვრჩი. უნდა მებანავა 45 წუთი მაქვს დარჩენილი.
რაც შეიძლება მალე უნდა გამოვაღწიო სააბაზანოდან.
ვიბანავე, თმები გავიშვრე და მაკიაჟი გავიკეთე, ლამაზად გამოვიყურები, ჩემი საყვარელი ჯინსები და ტოპი ჩავიცვი, ფუმფულა ჩუსტებში ფეხი გავუყარე და სამზარწულოში ჩხაპუნ ჩხაპუნით გავდივარ.
საბედნიეროდ ჯონგინის ნომერი მაქვს, ამიტომ მას ვურეკავ, რომ ვკითხო, რა უყვარს და რა გავუკეთო.
მალე მპასუხობს.
-გისმენ ეველინ? რამე გინდა წამოგიღო?—გამეღიმა და სამზარეულოს მაგიდაზე ჩამოვჯექი.
-არა, უბრალოდ მაინტერესებდა რა გიყვარს მინდოდა რამე დამეხვედრებინა შენთვის და ჩამეძინა.—ჩაიცინა, თვალ წინ წარმომიდგა მისი ღიმილიანი სახე, ლოყებზე ნაჩხვლეტებით და წვრილი თვალებით.
-არ შეწუხდე, მოვალ გნახავ და მალე წავალ, ხომ იცი? არ მინდა ბიჭები ან შენ შეგაწუხო.
-არა, პირიქით ამათსაც უხარია, რომ მოდიხარ, და ნუ ღელავ არ შეწუხდებიან.
-კარგი, მაშინ მალე მოვალ, რამე წამოგიღო?
-მოდი სნექები წამოიღე, დავჯდეთ და ფილმს ვუყუროთ.
-რა პრობლემაა, და ხო, არ შეწუხდე, არ მშია—ყურმილი გათიშა.
-ეი შეყვარებულო გოგონა მშია—მომიცუცქდა სონჰუნი და მათ უკან ბიჭები ედგა.
-შენი პრობლემაა—იგივე პასუხი დავუბრუნე რაც მათ გამცეს ნახევარი საათის წინ, მხრები ავიჩეჩე.
-კარგი რა? არ გეცოდებით?.
-კი მეცოდებით, ერთი პირობით გაგიკეთებთ საჭმელს—ყველას თვალი შევავლე—-ჯონგინი როცა მოვა ცუდათ არ მოიქცევით, არანაირი ზედმეტი საქციელები და ცუდად არ მოექცეთ, საშინლად გაგიბრაზდებით.
-გასაგებია, ახლა პასტა გაგვიკეთე.
-კარგი—თვალები ავატრიალე და წყალი დავადგი. არ მიწვალია ბევრი, ბიჭების საყვარელი კერძია ჩემი კულინარიული შედევრებიდან, ამიტომ ხშირად მთხოვენ, რომ გავუკეთო, არც ახლა დამჭირდა დიდი ხანი.
საჭმელი თეფშზე გადავანაწილე და ბიჭებს დავუძახე.
YOU ARE READING
7 PRINCES OF HELL//ENHYPEN (15+)
Fanfiction❗ყურადღება❗ ფიქციაში იქმება ცენზურა დარღვეული,ვისაც ნერვოზი გაქვთ არ წაიკითხოთ უფრო დანერვოზდებით.⚠️ 🔞(მომენტებში) სცენები. ამიტომ ასეთი ჟანრი თუ არ მოგოწონთ თხოვა იქნება რომ არ წაიკითხოთ