იდეალურია. გაზაფხულის პირველ დღეს წვიმა. მე ხომ მთელი ჩემი ცხოვრება იმაზე ვოცნებობდი, რომ სკოლაში გალუმპული მივსულიყავი. მაინც და მაინც ეხლა მოვინდომე თეთრი კეტების ჩაცმა, მიდი ეხლა და ახტი ჩემხელა გუბეებს. დაილოცოს ადამიანი ვინც ქოლგა მოიგონა, ნუ დიდად არმომწონს ქოლგით სიარული მაგრამ გარემოება მოითხოვს.ჯერ ის ვერ მომინელებია რომ ცუდი ამინდია და ამას ისიც ემატება რომ ამ სიცივეში მიწევს ჯეის ლოდინი, ასე თუ გაგრძელდა გაკვეთილების დასრულების შემდეგ მივალთ სკოლაში, ხომ ჯეი ჩემი საუკეთესო მეგობარია და რათქმაუნდა ყველა კარგ ადამიანს აქვს მაინც რაღაც მინუსები და ჯეიც არაა გამონაკლისი რომელიც სიზოზინით გამოირჩევა, ამდენი ხანი გოგოც არ უნდება მომზადებას.
"სოლჰი"
"სერიოზულად ამდენი ხანი რას აკეთებდი?? შენ ლოდინში გავიყინე" ვთქვი და სკოლისკენ წავედით
"აჰ ჩემი პატარა სოლჰი, ბოდიში წუხელ გვიან დავიძინე და დილით ჩამეძინა, ეხლა შეიძლებოდა ისევ სახლის წინ მდგარიყავი დედაჩემს რო არ გავეღვიძებინე"
მის ნათქვამზე თვალები ავატრიალე *ტუტუცი ბალღი*
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა დანიშნულების ადგილას ცოცხლებმა მივაღწიეთ, ვგონებ რომ ჩემი კეტებიც გადაურჩა სიკვდილს რაც რათქმაუნდა მახარებს. უკვე მესამე სართულზე ვართ და მივიწევთ ჩვენი კლასისკენ, კლასში შესვლის თანავე მხოლოდ სიწყნარე და ჩამოღამებული ოთახი გვხვდება, დღევანდელი ამინდი აშკარად სულიერზე თუ უსულოზე ყველაფერზე ერთიანად მოქმედებს, ამ იდილიას ჯეის გაოცებული შეძახილი არღვევს.
,, ვაუ ეს რას ხედავს ჩემი თვალები, კლასში მარტო ჩვენ ვართ.''
,,კაი ერთი ხო არ მატყუებ ბრძენი ბავშვი'' ვამბობ თავის გაქნევით
,, ეს ბრძნული აზრი იმიტომ წარმოთქვა ჩემმა პირმა რომ გამიკვირდა, ცოტა უჩვეოლოა გარეთაც ხალხის სიმცირეა, ვაიმე... ზომბი აპოკალიფსი ხომ არ იწყება?''და ცდილობს ზომბად გადაგცევის იმიტაცია გააკეთოს მაგრამ ეს უფრო კრუნჩხვებში ჩავარდნილი მაიმუნის მოძრაობებს გავს.
,, შენ თავს იშტერებ თუ შტერი ხარ და მალავ? იმის მაგივრად რომ ახლა, ჰაერში გაზაფხულის სუნი ტრიალებდეს, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ და ყვავილები იფურჩქნებოდნენ, ამის ნაცვლად გარეთ ქარბუქი და თავსხმა წვიმაა. რომელ ნორმალურ ადამიანს მოეწონება ამ წარღვნაში სიარული?''
,, მე მაგალითად'' და ხელებს იჯვარედინებს.
,, შენ მარსიდან გადმოგდებული ამოუცნობი არსება ხარ და არაა გასაკვირი''
,, ხოდა მაშინ გეშინოდეს შენ წინ ამოუცნობი "ადამარსება"დგას, რაიმე მოუწონარი არაფერი ჩაიდინო რაც ჩემ თვალებს არ მოეწონებათ'' წელში სწორდება თავს მაღლა სწევს და ისეთი სიამაყით ლაპარაკობს, გეგონებათ მის სასახელო ძეგლის გახსნას ესწრება და ხალხს ამხელა პატივისცემისთვის სამადლობელ ტექსტს უძღვნის.
,,ჯეი ხო იცი რო საცემად არ დამენანები?'' ვეუბნები ხელებ გადაჯვარედინებული და თან გამჭოლი მზერით ვუყურებ.
,, ჩემდა სამწუხაროდ ვიცი'' მეუბნება თვალების ტრიალით.
,, ხოდა სანამ მოთმინების წვეტი გამქვლიბვია, გირჩევნია მოისვენო''
,, ოჰჰ მომიტევეთ მადმაზელ'' წელში იხრება თავს კი ბოდიშის მოხდის მიზნით დაბლა სწევს.
,, შემდეგში მსგავსი რამ არ განმეორდეს'' ორივეს გვეცინება და უკვე ვუცდით ბავშვებს, საერთოდ თუ მოვა ვინმე.
ხუთი წუთის შემდეგ კლასში ბავშვების ჯგუფი შემოდის რომლებიც დღევანდელი ამინდის გამო წუწუნებენ.
YOU ARE READING
sketchbook~ nishimura niki ff
Fanfiction,,ჰაჰ, 21-ე საუკუნის აინშტაინი''გავიფიქრე, ან არა რადგან ყველას მზერა ჩემზე იყო, მათ შორის ნიკისიც რომელიც ისე მიყურებდა თითქოს საყვარელი ადამიანი მოვუკალი. ,, აბა ქალბატონო სოლჰი გამოდით და ბატონ აინშტაინს დაუდექით გვერძე, შემდეგ კი მაგალითი ამოხსე...