თავი 5

298 32 0
                                    

სახლში რომ მივედი პირველი რაც ვთქვი:

"დედი მშია"

ჩანთა ჩემს ოთახში წავიღე შავ-თეთრი კეტები გავიხადე, ხელები დავიბანე და სამზარეულოსკენ გავემართე.

ჭამის შემდეგ დავალებები დავწერე რადგან საღამოს ჯეისთან ერთად უნდა წავიდე.

მეცადინეობის შემდეგ გავემზადე და ჯეის დავუწყე ლოდინი, დაახლოებით 15 წუთის შემდეგ კარებზე ზარი იყო მეც გავიქეცი და გავაღე.

ჯეი ერთ წამს გაშეშდა და მერე თქვა

"ხომ არ მოვკვდი?"

"რა სისულელეებს ლაპარაკობ ოღონდაც"

"აბა ანგელოზს რატო ვხედავ??"

,, აიშ ერთი წამით მეგონა, რომ რამე სერიოზული მიზეზი გქონდა'' ვეუბნები თვალების ტრიალით.

,, მაგრამ კი ვერ შეგედავები, ანგელოზივით მეგობარი გყავს, იამაყე.'' და თმა დრამატულად უკან გადავიყარე.

ჯეიმ ამაზე გაიცინა და გზა გავაგრძელეთ.ნაყინების ყიდვის შემდეგ, პარკში წავედით სადაც, უამრავი ადგილი მოვიარეთ, ჯეიმ ჩემთვის საყვარელი ბაჭიაც კი მოიგო. ბოლოს კი სასიამოვნოდ დაღლილებმა გადავწყვიტეთ სადმე კაფეში შევსულიყავით.

შესვლის თანავე დავიკავეთ ადგილები და შოკოლადის ნამცხვარი შევუკვეთეთ, მოტანის შემდეგ დავიწყეთ მირთმევა რა დროსაც...

,, ოჰ სოლჰი, ჯეი თქვენც აქ ხართ?''

უეცარ ხმაზე შევხტი და ნამცხვრის კრემი ტუჩზე მომეცხო, წარბაწეულმა გავიხედე, მია და ნიკი აქ რა ჯანდაბა უნდათ?!

,, სოლჰი რა სასაცილო ხარ'' მითხრა მიამ ვითომ საყვარელი სიცილით.

,, ოი საყვარელო დასვრილხარ'' მითხრა ჯეიმ და ტუჩებიდან არსებული კრემი მომაცილა.

,, აინშტაინიც აქ ყოფილა'' ვთქვი სარკასტულად და ნიკის გავხედე.

,, ისევ იწყებ?!'' მითხრა ნიკიმ კბილებში გამოცრით.

მეც რაღაცის თქმას ვაპირებდი, რომ ჯეიმ დამასწრო.

,, გეყოთ, საზოგადოებრივ დაწესებულებაში ვიმყოფებით და თავი შეიკავეთ ერმანეთის წაკბენისგან.''

,, მხოლოდ იმიტომ რომ შენ ამბობ'' ვეუბნები და ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი, ის კი ჰაერში დაჭერის იმიტაციას აკეთებს, შემდეგ კი ხელს ლოყაზე იდებს და თვალს მიკრავს. ისინიც ჩვენ წინ მაგიდაზე სხდებიან, ისე მიკვირს ასე მალე რანაირად დაახლოვდნენ, ეჰჰ რას გაიგებ.

_____________________________________
თუ ვინმე არის, ვინც ამას კითხულობს მინდა, მადლობა გითხრათ✨💜

sketchbook~ nishimura niki ffWhere stories live. Discover now