თავი 9

279 23 0
                                    

უკვე 2 საათი დაიწყო მაგრამ მაინც ვერ ვიძინებ. არ მეძინება. გვერდით გადმოვბრუნდი და მოპირდაპირე საწოლზე სოლჰი დავინახე.

"რა ლამაზია როცა ძინავს...და საყვარელი" ჩემთვის ჩავილაპარაკე და გავიღიმე. საწოლიდან ავდექი და ჩემ ჩანთასთან მივედი იქიდან კი სკეტჩბუქი ამოვიღე.

სოლჰის საწოლთან მივედი, თავთან ახლოს ძირს დავჯექი და მისი ხატვა დავიწყე.

ხატვა კარგად გამომდის, თან მიყვარს, ამიტომ ფანქარი და სკეტჩბუქი ყველგან დამაქვს.

ლამაზი მოყვანილობის ტუჩები აქ. საყვარელი ცხვირი და ლოყები. გრძელი წამწამები. თმა ოდნავ სახეზე აქვს ჩამოწეული, რაც მას უფრო საყვარელს ხდის. ვუყურებ და ვიღიმი. მუცელში თითქოს პეპლები დაფრინავენ, უცნაური გრძნობაა... მინდა მთელი ღამე ვიჯდე და ვუყურო (creepy).

"ნიკი მგონი მართლა გიჟდები" ჩუმად ჩემ თავს ვუთხარი. აი ახლა უკვე საკუთარ თავსაც ველაპარაკები. შემდეგ თავს ვაიძულებ ამ ფიქრებიდან გათავისუფლებას და ხატვას ვაგრძელებ.

როცა დავასრულე ჩემს ნახატს ამაყად ვუყურებდი და ვიღიმოდი, ისევ ეს სულელური ღიმილი. ჯობია დავიძინო, წამოვდექი რვეული ჩანთაში ჩავდე და საწოლში დავბრუნდი.


---------
ეიი პაწუკა თავი ინ ექშენ><
მოკლედ ხალხო, ძაან გავწელე დრო და ბოდიშს გიხდით და ვეცდები რო მალე ავტვირთო და მალე დავასრულო<3
ლავ იუთ😆

sketchbook~ nishimura niki ffWhere stories live. Discover now