თავი 4

329 32 0
                                    


მე და ნიკი დაფასთან ვდგავართ და ვმიკთხაობთ, დავწერთ რაღაც სასწაულს ვშლით და ასე მეორდება.

"სულელი" ჩაილაპარაკა ნიკიმ

"უკავრავად?!" მკაცრი ტონით ვუპასუხე და გაბრაზებულმა გავხედე

"რა?! ენა რომ გაგეჩერებინა ახლა აქ არ ვიდგებოდით!"

"მე რა შუაში ვარ, შენი ბრალია, უბრალოდ გეთქვა რო არიცოდი ამოხსნა და ასეთ დღეში არ ვიქნებოდით"

"შე პატარ-" ნიკიმ სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო როცა მასწავლებელმა იყვირა

"აქ მე საჭორაოდ გამოგიყვანეთ?!"

"მას სოლჰის ბრალია, მაგალითის ამოხსნაზე ვფიქრობდი და ის მელაპარაკებოდა" მოსაწყლებული სახით თქვა ნიკიმ მე კი ამაზე თვალები გამიფართოვდა

"რა?! მე არაფერი არ დამიწყიაა პირიქით შენი ბრალია"

"ესეიგი ეხლა სხვაზე გადაბრალებებიც დაიწყე?? ახალი მოსწავლე ვარ და ცოტა თავაზიანად მაინც მომექეცი"

"თავაზიანად მაშინ მოგექცევი როცა დაიმსახურებ ვირო" სიმწრისგან წამოვიყვირე და მაშინ გავაცნობიერე ჩემი სიტყვები როდესაც მასწავლებელმა მაგიდაზე ხელი დაარტყა და იყვირა

"საკმარისია! დღეს გაკვეთილების ბოლოს კლასში დარჩებით და ყველაფერს დაალაგებთ, თქვენი თავხედური საქციელის გამო!"

"მაგრამ მას-" სიტყვის დამთავრება ვერ მოვახერხე როცა მასწავლებელმა გამაწყვეტინა

"არანაირი მაგრამ! ახლა კი ორივე დაჯექით!"

მეც შეწუხებული სახით წავედი ჩემი მერხისკენ, ნიკიმ წინ გადამისწრო და თან მხარიც გამკრა, არა ეს რა სითავხედეა. არადა კარგი და ნორმალური ბავშვი მეგონა, მაგრამ წიგნი ყდით არ უნდა შეაფასო.

"იდიოტი" ჩავილაპარაკე და ჩემს ადგილას დავჯექი.

გაკვეთილები დამთავრდა და ბავშვები წავიდნენ. მე კი ჯეის და იუნას გავეტირე, მათ გარეშე ყოფნა არმომწონს, სულ ერთად ვართ ხოლმე.

"აპ აპ, ჩემ ლამაზ გოგოს მოწყენილი სახე არ უხდება. დროის ანაზღაურების მიზნით, დღეს საღამოს ნაყინების საჭმელად წაგიყვან.'' ღიმილით მეუბნება ჯეი და თან შუბლზე მკოცნის.

,, იცოდე ვიმახსოვრებ'' ვაწევ სიტყვას სანამ კარებში გაუჩინარდება.'' შემდეგ კი ნიკის ყურადღებასაც არ ვაქცევ და ჩემ საქმეს ვაგრძელებ.

ნიკიც ბურტყნით ასრულებს თავის საქმეს და თან ჩემსკენაც, გამოიხედავდა დაბღვერილი სახით. რა რთული ამოსაცნობი ეს არის,  აშკარად მე მლანძღავს. მჰ, ჭორიკანა.

,,  მაგდენ ბურტყუნს, გირჩევნია დაფა გაწმინდო.''ვეუბნები ცივად.

,, შენ ნუ მიმითითებ მე რა გავაკეთო, გირჩევნია შენ თავს მიხედო!''მპასუხობს კოპებ შეკრული.
აიშ ძალიან გამაღიზიანებელია, ამის ხელში ასეთ ახალგაზრდას, მალე ნერვოზი დამემართება.

როგორც იქნა მოვრჩით ყველაფერს, ახლა უბრალოდ მინდა, სახლში წავიდე და დავისვენო. დღეს ძალიან დავიტვირთე. ის ისაა კარებში უნდა გავიდე რო მხრით ნიკი მეჯახება, მე კი ინერციით იატაკზე ვადენ ზღართანს.

,,მე არ ვიყო ლი სოლჰი თუ ეს შეგარჩინო, ნიშიმურა ნიკი!''ვუყვირი ბოლო ხმაზე.

,, ჯერ საქმე და მერე ლაპარაკი'' დამცინავად მიბრუნებს პასუხს.

,, ჩათვალე ომი დაიწყო!'' ვამბობ ჩემთვის, შემდეგ ვდგები და სკოლიდან გავდივარ, დღევანდელ მომხდარზე ისე ჩავფიქრდი რომ, ფეხი წვიმისგან დარჩენილ გუბეში ჩავდგი.

,, არა! არა! ჩემი თეთრი კეტები... აიშშ დღეს აშკარად მარცხენა ფეხზე ავდექი.''

სკოლიდან თუ გამოვეთი თეთრი კეტებით, ახლა სახლისკენ მიმავალ გზას, შავ თეთრი კეტებით ვაგრძელებ,  კრეატიულია.

---------
სკოლის გადამკიდე ამ ფიკის არსებობა სულ დამავიწყდა T^T

sketchbook~ nishimura niki ffWhere stories live. Discover now