კაფეტერიაში წყნარად ვზივართ და ჩვენ საჭმელს ვჭამთ, მაგრამ ამ იდილიას ერთი გოგო სახელად მია გვინგრევს.
ეს გოგო მე და იუნას დიდად არ გვეხატება გულზე და იგივე შემიძლია ვთქვა მასზეც, არც ის გიჟდება ჩვენზე, ერთმანეთს არ ველაპარაკებით მაგრამ მაინც არმოგვწონს თავის თავზე დიდი წარმოდგენააქ, გონია სამყარო მის გარშემო ბრუნავს.
ყველაფერი რასაც ის აკეთებს უბრალოდ შემაწუხებელია, ჯეი კი მას ყურადღებას არ აქცევს და გვეუბნება რომ ჩვენც დავაიგნოროთ, მაგრამ რთულია რადგან ყოველთვის თვალში გვეჩხირება.
"გამარჯობა მე მია ვარ" ამბობს და ნიკის ხელს უწვდის, მანაც ხელის ჩამორთმევით უპასუხა
ამ დროს მიამ მე გამომხედა დამცინავი ღიმილით
მე კი თვალები ავატრიალე
"რა ჯანდაბა უნდა?! ამ წვენს ახლა თავზე გადავასხავ, ღმერთო რა გამაღიზიანებელია",, იმედია წინააღმდეგი არ იქნებით რომ შემოგიერთდეთ'' ჩვენ პასუხს არც დალოდებია ისე დაჯდა, ნუ დაჯდა რა პირდაპირ ნიკის მიეწება
დაჯდომის წამიდან ლაპარაკი გააბა ნიკისთან, ვფიქრობ არც ის იყო გულგრილი რადგან მთელი მონდომებით უსმენდა, ეს ორი ერთად მოსიყვარულე წყვილს გავდა.
ძლივს შესვენება დამთავრდა, ეს ასე ძალიან თუ გამიხარდებოდა არ მეგონა, მაგრამ მათემატიკის გაკვეთილი მესიკვდილება, მათემატიკა ჩემი მოწოდება ნამდვილად არაა.
კლასში შესვლის თანავე მასწავლებელიც უკან შემოგვყვა, აი ახლა კი დაიწყო წამება ამოცანების ამოხსნა და გამოიცანით რა უკვე მკვდარი ვარ.
რადგან კლასში ახალი გვყავდა მასწავლებელმაც ნიკი გაიძახა, თემად გამოსახულების გამარტივება გვაქ, მაგრამ აქ გასამარტივებელს ვერაფერს ვხედავ.
ამოცანის პირობაც შესანიშნავია ,, დაამტკიცეთ, რომ გამოსახულების მნიშვნელობა არ არის დამოკიდებული ცვლადების დასაშვებ მნიშვნელობაზე''
ნიკი ხუთი წუთის განმავლობაში დგას დაფასთან, ხან რას მიედება და ხან რას მოედება, ფშ მე ისე ვაკრიტიკებ გეგონება რამე ვიცი მაგრამ, იმას მაინც ვხვდები რომ ეს რაღაც ახალი სასწაული ფორმულებია რომლებიც არასდროს გვისწავლია.
,,ჰაჰ, 21-ე საუკუნის აინშტაინი''გავიფიქრე, ან არა რადგან ყველას მზერა ჩემზე იყო, მათ შორის ნიკისიც რომელიც ისე მიყურებდა თითქოს საყვარელი ადამიანი მოვუკალი.
,, აბა ქალბატონო სოლჰი გამოდით და ბატონ აინშტაინს დაუდექით გვერძე, შემდეგ კი მაგალითი ამოხსენით.
,,ჯანდაბა ახლა მგლის ხახაში ჩემი ნებით ჩავხტი, ყოჩაღ ჩემ თავს და გრძელ ენას''
YOU ARE READING
sketchbook~ nishimura niki ff
Fanfiction,,ჰაჰ, 21-ე საუკუნის აინშტაინი''გავიფიქრე, ან არა რადგან ყველას მზერა ჩემზე იყო, მათ შორის ნიკისიც რომელიც ისე მიყურებდა თითქოს საყვარელი ადამიანი მოვუკალი. ,, აბა ქალბატონო სოლჰი გამოდით და ბატონ აინშტაინს დაუდექით გვერძე, შემდეგ კი მაგალითი ამოხსე...