თავი 6

289 28 3
                                    


კარგია როდესაც ყვავილებით სავსე მდელოზე ვზივარ და იონჯუნი ყვავილის გვირგვინს მადგავს თავზე, შემდეგ კი იცინის და მეუბნება "სოლჰი სკოლაში გაგვიანდება"

...მოიცა რა?

"სოლჰი დროზე ადექი თორემ სკოლაში დააგვიანებ"

მესმის ყვირილის ხმა, "სიზმარი იყო....სიზმარი....ააააა ჯანდაბაააა ჩემი იონჯუნიიი" ყალბი ტირილით ვიძახი და თავს ბალიშს ვურტყავ.

"ჯანდაბაში წასულა ეს სკოლა! მაგის გამო ჩემი სიზმარი იონჯუნზე შეწყდა! სკოლა გაწყდეს ერთ დღეს!"

ბუზღუნით ვდგები ლოგინიდან და კარადისკენ მივდივარ რომ პიჟამოები გამოვიცვალო.

...

აჰა და მოვედი ზოოპარკში კარგ ხასიათზე ნამდვილად არ ვარ შემთხვევიდან გამომდინარე ამიტომ ვინმეს ზედმეტი სიტყვა ან მოქმედება და გავუშვებ სადაც საჭიროა.

გაკვეთილზე შესულს მასწავლებელს ბოდიშს ვუხდი და ჩემს ადგილს ვიკავებ ამ ყველაფერთან ერთად ვიგებ ახალ ინფორმაციას რამაც ხასიათი შემიცვალა რადგან ვის არ მოეწონება ბანაკში წასვლა სამი დღით

სკოლამ ნორმალურად ჩაიარა საინტერესო არაფერი ყოფილა ახლა ნივთებს ვალაგებ რაც შეიძლება ბანაკში დამჭირდეს. სკოლასთან ზუსტად ოთხზე უნდა ვიყო ასე რომ მე მაინც ადრე გავალ რადგან სურპრიზები არ მელევა.

ყველა შევიკრიბეთ დანიშნულების ადგილას. და მინდა ვთქვა რო ყველა აჟიტირებულია, ერთადერთი ვინც თვალში ვერ მომხვდნენ ჯეი და იუნაა. ალბათ უკვე ავტობუსში სხედან. ხოდა მეც რაღა მინდა აქ სანამ კარგი ადგილები შევსებულა ავალ დავიკავებ.

ავტობუსში ასვლისას ზემოთ ხსენებული ორივე პიროვნება დავინახე რომლებიც გაუჩერებლად ლაპარაკობენ. ადგილი მათ წინ დავიკავე.

,, ოჰ სოლჰიც მოსულა" შესძახეს ერთხმად.

,, როგორი პატივია. ლაქლაქს მორჩით?"

sketchbook~ nishimura niki ffWhere stories live. Discover now