თავი 18

266 27 33
                                    

სოლჰის POV:

გუშინ პარკიდან დაბრუნებისას საინტერესო არაფერი მომხდარა, ყველაფერი ისე იყო როგორც ჩვეულებრივ. ღამე კი ისევ ჩემს ფიქრებთან ერთად ჩამეძინა.

ახლა კი ისევ სკოლაში მივდივარ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მინდა, რომ სკოლაში მალე მივიდე და ესეც იმიტომ, რომ ნიკი ვნახო. ამბის თანახმად წესით დღეს სკოლაში უნდა იყოს და იმედია დღეს ყველაფერი გაირკვევა თორე ასე გაგრძელება აღარ შემიძლია.

კიბეებიც ავიარე და აი მივადექი ჩემი კლასის კარებსაც და სახელური ხელის კანკალით ჩამოვწიე და შევედი უეცრად კი ადგილზე გავშეშდი, ის აქ იყო რომელიც ჯეის და იუნას ელაპარაკებოდა, თან საყვარლად იცინოდა ახლა, რომ გენახათ ეს ისეთი სისაყვარლე იყო...მას სიცილი ძალიან, ძალიან უხდება.

,,ნიკი" ერთი ესღა დავიძახე და სამივეს ყურადღება ჩემსკენ იყო. ამ მომენტში გონების მაგივრად გულს ვუსმენდი და ამიტომ რაც მან მიკარნახა ის გავაკეთე. ნაბიჭები მისი მიმართულებით გადავდგი და უბრალოდ ჩავეხუტე... იმისდამიუხედავად, რომ ორი დღე არ მინახია მაინც მომენატრა.

როგორც ჩანს ჩემი მოქმედებით გაკვირვებული დავტოვე, შემდეგ უხერხულად მოვშორდი და სამ გაკვირვებულ სახეს გავეკრიჭე.

ხმა რახან აღარ ამოიღეს და მზერით მწვავდნენ მეც უბრალოდ ვიკითხე

,,რა მოხდა?"

,, არაფერი უბრალოდ გაგვიკვირდა..." ხმას იღებს ჯეი.

,, და რა გაგიკვირდათ?" წარბაწევით ვკითხულობ.

,, რა და ჩახუტება" საუბარში იუნაც ერთვება.

,, და მეგობარს, რომ ჩავეხუტე ამაში გასაკვირი რა არი?" ამის თქმაზე იუნამ უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა.

,, მეგობარი?" აი ახლა უკვე ნიკიმაც ამოიღო ხმა, რომელსაც არც ისე კმაყოფილი სახე ქონდა იმედგაცრუებულიც კი, შემდეგ უბრალოდ თავი გააქნია დანანებით და თავისი ადგილი დაიკავა. მე კი მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ ზარიც დაირეკა და მასწავლებელიც შემოვიდა ამიტომ მეც ჩემი ადგილი დავიკავე. ყველაფერი გავაფუჭე.

sketchbook~ nishimura niki ffWhere stories live. Discover now