თავი 19

363 27 32
                                    

სოლჰის POV:

მომდევნო დილას დიდი ენთუზიაზმით ვხვდები და საერთოდ არ ვგრძნობ დაღლას, ალბათ ეს გუშინდელის გამოა... ახხ ისეთი ბედნიერი ვარ თან პირველი ნაბიჯი მე გადავდგი. მაგარია.

სანამ ავდგები ერთს კარგად ვიზმორები, შემდეგ კი ჩემს თვალთახედვის არეს ნიკის ნაჩუქარი პინგვო ხვდება, მეღიმება და ზედმეტი მოზღვავებული ემოციებისგან ლოგინში კოტრიალს ვიწყებ, რაც პატარა ინციდენტით მთავრდება, ხომ სწორია ზღართანი მოვადინე.

,, აიშ მგონი კუდუსუნის ძვალი გავიტეხე!" გაჭირვებით ვდგები და ნატკენ ადგილს ვიზელ, უეცრად კი ისევ ნიკის ნაჩუქარი პინგვო მხვდება თვალში. შეწუხებულ სახეზე კი ბედნიერების ღიმილი მესახება, ვუახლოვდები ხელში ვიღებ და ვეხუტები, შემდეგ კი ლაპარაკს ისე ვიწყებ გეგონება მისმენდეს.

ლაპარაკში ისე გავერთე, რომ ვერც დრო შევნიშნე და ვერც კარებში მდგომი დედა, რომელიც გაკვირვებული მიმზერდა.

,, შვილო ასე მალე მოგაკითხეს?"

,, ოჰ დედა ჰაჰ დიდი ხანია რაც აქ დგახარ?"

,, საბედნიეროდ არა ცოტა ხნის წინ მოვედი და გაგიმართლა დიდი ხნის მოსული, რომ არ ვარ თორემ ჩემი ხელით წაგიყვანდი ფსიქიატრიულში."

,, ოო კარგი რა დედა."

,,კარგი კარგი დროულად მოემზადე არ დაგაგვიანდეს." ამასღა ამბობს და მიდის კარებს კი ღიას მიტოვებს. აიშ არადა რამდენჯერ გავაფრთხილე როცა გახვალ კარებიც გაიხურე მეთქი, მარა რად გინდა! დაბღვერილი მივდივარ და კარებსაც ვხურავ შემდეგ კი ადროს აღარ ვკარგავ და ვემზადები.

გზაში კი პატრა გეგმა დავსახე რომლითაც კარგად გავერთობი... სანამ კლასის კარს შევაღებ სერიოზულ სახეს ვიჭერ  და მომზადებული შევდივარ, მშვენიერია ჩემი სამიზნეებიც ადგილზე არიან ჩემს დანახვაზე ნიკის ღიმილიან სახეზე გაკვირვება ესახება. ჩემს ადგილს ისე ვიკავებ, რომ ყურადღებას არც ერთს ვუთმობ რაც უკვე დანარჩენი ორის გაკვირვებას ვიწვევ.

sketchbook~ nishimura niki ffWhere stories live. Discover now