თავი 13

256 25 12
                                    

NIKI POV

"აჰ როგორც იქნა მოვაღწიე" ღრმად ამოვისუნთქე, ჩანთა ძირს დავაგდე  და ეგრევე დივანზე დავენარცხე

"ნიკი მოხვედ---"

"ნიკიიიი ახლავე ადექი მაქედან სულ სველი ხარ და დივანსაც ასველებ!"

"გასაწური ხარ შვილო, რა დაგემართა"

"ბავშვებმა ვიწუწავეთ, ძალიან ცხელოდა ხოდა გავგრილდით" ღიმილით წამოვდექი ტახტიდან

დედამ ჯერ უცნაურად შემომხედა და მერე თმაზე ხელი წამისვა

"თმა ტკბილიანი გაქ?"

"აჰ...ჯეიმ წყლის მაგივრად ლიმონათით გაგვწუწა" შეწუხებული სახით ვთქვი და თმაზე ხელი მოვისვი

"ღმერთო რა საშინელებაა"

"კარგი, კარგი წადი გამოიცვალე ახლა შენი გაციების დრო ნამდვილად არაა" მეუბნება დედა და სამზარეულოში გადის.

**

თავის სამჯერ გახეხვის შემდეგ ძლივს დავიბანე ნორმალურად, საშინლად ტკბილიანი მქონდა თმა.

ნამდვილად გაგიჟდა, ლიმონათით რომელი ნორმალური წუწაობს.

თმას, რომ ვიმშრალებდი ჩანთა გამახსენდა, ოთახში არ შემომიტანია. პირსახოცი საწოლზე დავაგდე და გასვლას ვაპირებდი როცა ჩემი ყურადღება რაღაცამ მიიქცია, ჩემი ჩანთა იყო, ალბათ დედამ მოიტანა. მაგრამ გახსნილი იყო, ჩანთასთან მივედი და ამოლაგება დავიწყე...რაღაც აკლდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი...

"დედააა ჩემი ჩანთიდან რამე ამოიღე??" ყვირილით გავვარდი ოთახიდან

"არა, არაფერი ამიღია, როგორიც დააგდე ისეთი შემოგიტანე ოთახში"

"რა მოხდა? რამე დაკარგე?"

"კაი, არა არაფერი" ვუთხარი და ოთახში გავბრუნდი.

"აჰ, სად წავიდა??"

"ფეხს ხო არ აიდგავდა არა?!"

"იქნებ სკოლაში დამრჩა"

"მაგრამ, მახსოვს რო ჩავდე"

sketchbook~ nishimura niki ffWhere stories live. Discover now