სოლჰის POV:
კლასში სანამ ზარი დაირეკებოდა მანამდე დავბრუნდი, შესულს ნიკიც ადგილზევე დამხვდა. დიდი ყურადღება აღარ მიმიქცევია და მეც ჩემი ადგილი დავიკავე.
გაკვეთილები საშინლად იწელებოდა, მთელი დასვენების პერიოდი კი ვცდილობდი ნიკისგან თავი შორს დამეჭირა.
როგორც იქნა მორჩა ყველაფერი და დავაღწიეთ სკოლასაც თავი. გასვლისას ჯეის იდეა მოუვიდა, რომ დღეს ამჯერად გასართობ პარკში წავსულიყავით და საღამომდე არ მივსულიყავით სახლებში... ნუ ახალგაზრდა ბავშვები ვართ და რასაკვირველია თამაში გვწყურია.
იდეა ყველას მოგვეწონა, ამიტომ ჯერ სახლებში წავედით რადგან ზედმეტი ნივთები დაგვეტოვებინა და ყველაზე მთავარი, ნებართვა აგვეღო მშობლებისგან.
სახლში მისულმა ჩანთა სადღაც კუთხეში მივაგდე და ვაპირებდი, რომ გზა გამეგრძელებინა მაგრამ...
,,სოლჰი! ეგ ჩანთა აიღე და ნორმალურად დადე, რა წესია?!" ყვირის დედაჩემი სამზარეულოდან
,, ღმერთო ჩემო ეს ქალი ყოვლის შემძლე ბრიუსია? საიდან დაინახა?"
,, მესმის!"
აიშ... დედაჩემი ხანდახან... არა, ხანდახან არა სულ მაოცებს. ამ ჩანთასაც ვიღებ და ჩემს ოთახში ვამგვზავრებ შემდეგ ჩამოვდივარ და სამზარეულოში შევდივარ
,, ჩემო საყვარელო და ლამაზო დედა"
,, კარგი დაანებე ამ მოთაფლვას თავი. სად აპირებ წასვლას" როგორ მიცნობსს
,, სად და გასართობ პარკში გვინდა ბავშვებს წასვლა, ასევე საღამომდე გვინდა რომ დავრჩეთ"
,, მჰმ... ჯეი მოდის?"
,, კი აბა მაგის გარეშე როგორ წავალთ"
,, ძალიან კარგი მაშინ გაგიშვებ ჭკვიანად იყავი"
,, მიყვარხარ" ვეუბნები და ლოყაზე ვკოცნი
შემდეგ გავდივარ გარეთ და ბავშვებს ვხვდები.
***
YOU ARE READING
sketchbook~ nishimura niki ff
Fiksi Penggemar,,ჰაჰ, 21-ე საუკუნის აინშტაინი''გავიფიქრე, ან არა რადგან ყველას მზერა ჩემზე იყო, მათ შორის ნიკისიც რომელიც ისე მიყურებდა თითქოს საყვარელი ადამიანი მოვუკალი. ,, აბა ქალბატონო სოლჰი გამოდით და ბატონ აინშტაინს დაუდექით გვერძე, შემდეგ კი მაგალითი ამოხსე...