თავი 2

349 34 9
                                    

"იუნა, რამე გაიგე?" გადავუჩურჩულე ჩემს მეგობარს, კარგია გვერდიგვერდ ვიჯექით,შუა რიგში ბოლოდან მეორე მერხზე. ჩვენ უკან კი ჯეი ზის.

"მეტყობა რამე იმის რო გავიგე?!"
გაბრაზებული სახით მითხრა იუნამ

"კარგი ხო რაიყო უბრალოდ გკითხე" ამოვიხვნეშე და სკამის საზურგეს მივეყუდე.

კარებზე კაკუნის ხმა ისმის. კარები იღება და დირექტორი შემოდის, მას უკან ვიღაც ბიჭი შემოყვა. კლასში ყველამ ჩურჩული დაიწყო, განსაკუთრებით გოგოებმა. ის მაღალი იყო, წვიმის გამო თმა ცოტა სველი ქონდა და სიცივისგან ცხვირიც გაწითლებოდა.

ლამაზი ყავისფერი თვალები და შავი თმა ქონდა, ლამაზი სახის ნაკვთები.

"სოლჰი გაიღვიძე" იუნა მხარზე მირტყავდა "სად დაფრინავ?"

"ჩიტებთან სად უნდა დავფრინავდე, უბრალოდ დაფაზე ამოცანას ვუყურებდი'' უცებ მოვიფიქრე მიზეზი

"კი თან ლამაზი ამოცანაა იქ დაფასთან სველი თმით რო დგას ხო?!" და წარბები აათამაშა, მე კი მხარზე დავარტყი და ვანიშნე რომ გაჩუმებულიყო

დირექტორი გავიდა. ბიჭი კი კლასში დარჩა.

"კარგით ბავშვებო, ეს თქვენი ახალი კლასელია ნიკი" თქვა მასწავლებელმა და ნიკის ხელით ანიშნა რომ თავი წარედგინა კლასისთვის

"გამარჯობა, მე ნიშიმურა რიკი ვარ მაგრამ შეგიძლიათ ნიკი დამიძახოთ, იმედია კარგი მეგობრები ვიქნებით"

რაკარგი ხმააქ, შემიძლია მთელი დღე ვუსმინო.

"იუნა ლოყები მეწვის, გაწითლებული ხომ არ მაქვს?" დაბნეული სახით შევხედე

"არაუშავს, მაგალითის ბრალია" მეუბნება დამცინავი ღიმილით, მე კი თვალების ტრიალით ვპასუხობ

"კარგი ნიკი, შეგიძლია ჯეის გვერდით დაჯდე" ამაზე ნიკიმ თავი დაუქნია და ჩვენკენ წამოვიდა.

ჯეი და ნიკი მთელი გაკვეთილი ლაპარაკობდნენ, ცოტა არიყოს შემაწუხებელი იყო, მათი ჩურჩული საშინლად ისმოდა.

როგორც იქნა ზარი დაირეკა, ახლა კაფეტერიაში ჩავალთ და გამოვსკდებით. ადრე თუ ჩავდიოთით სამნი ახლა ოთხნი ჩავდივართ, ახალ ბავშვს მარტო ხო ვერ დავტოვებთ სირცხვილია, თანაც ჩვენნაირ ზრდილობიან ბალღებს, ასეთი საქციელი არ შეეფერებათ თანაც ცხოვრებაში სიახლეები კარგია.

,, ახლა მიდი და იპოვეთ თავისუფალი ადგილები, ხალხი რწყილებივით მიმოფანტულია'' ვთქვი უკმაყოფილოდ გვერდიდან კი ნიკის ჩაცინების ხმა გავიგე

,, ოჰ აი იქ კუთხეში თავისუფალი მაგიდაა, შეგვიძლია იქ დავჯდეთ'' იძახის ჯეი

,, ჩემი არწივ თვალება ბიჭი'' მივდივარ და ლოყაზე კოცნას ვუტოვებ, ჯეიც იფერებს შემდეგ კი მიზანში ამოღებული მაგიდისკენ მივდივართ

ადგილების დაკავების შემდეგ შევუდექით ჭამას, ამასობაში კი ნიკიც კარგად გავიცანით, საკმაოდ საინტერესო ბავშვია თან ცუდი პიროვნებაც არ ჩანს, ვფიქრობ კარგად ვიმეგობრებთ.

------------------
idkidk imedia mogwont rasac kitxulobt😭
rogorc gitxarit axali dawyebulimaq da kargad wera arvici<3
ok byeee

sketchbook~ nishimura niki ffWhere stories live. Discover now