თავი 12

278 27 4
                                    

ბანაკის ამბებიდან სამი კვირა გავიდა და მაისმაც კარზე მოგვიკაკუნა. კლასში გაჩერება უკვე გაუსაძლისი ხდება, ოთახში  მყოფი ყველა  ფანჯარა ღიაა, მაგრამ ჰაერი მაინც არ არის. საშინელი ჩახუთულობაა. ვკვდებით!

,, ბავშვებო, სკოლის მერე სადმე რო წავიდეთ და გავერთოთ არ გინდათ?"

,, გვინდა როგორ არ გვინდა, აღარ შემიძლია სულ სახლი და სკოლა რამე თავგადასავალი არ გვაწყენდა"  უცბად დამეთანხმა იუნა

,, იუნა უბრალოდ გასართობად უნდა წავიდეთ მყინვარმწვერის დასაპყრობად კიარა" რვეულის ქნევით იძახის ჯეი.

,, რა მნიშვნელობა აქ, სადაც ჩვენ წავალთ იქ შეიქმნება თავგადასავალიც" პასუხობს კოპებშეკრული.

,, ღმერთო ჩემო ეს შერლოკი ბავშვი ვინაა?"

,, გეყოთ ეხლა და სკოლის მერე გავდივართ" საუბარში ნიკიც ერთვება.

,, აი ეს ნამდვილად დედას ბიჭია" ამაყი სახით ვამბობ

,, სოლჰი  ამ დედას ბიჭს დედიკოს გაბრაზებაც შეუძლია" მპასუხობს ნიშნის მოგებით.

,, ჰაჰ უჟმური" შემდეგ მზერა ორ სულიერზე გადაგვაქ რომლებიც "თქვენ ხო კარგად ხართ" სახით გვიყურებენ.

,, გრძელი ამბავია" ვეუბნები ორივეს სიცილით.

ამ სიცხეში სადმე შორს გასვლა გვეზარებოდა, ამიტომ სკოლასთან ახლოს მდებარე პარკში გადავედით.

,, მშვენიერია და ეხლა რა უნდა გავაკეთოთ?" არსაიდან კითხვას სვავს ჯეი.

,, აი ეს" ვპასუხობ და წყლით სავსე ბუშტს პირდაპირ ნიკის ვუმიზნებ.
იკითხავთ საიდან მოვიტანე ეს ბუშტი...პასუხი მარტივია, სანამ წამოვიდოდით საპირფარეშოში ავავსე და ჩანთაში მედო, კიდე კაი არ გასკდა.

,, სოლჰი ჩანაფიქრის განხორციელება არც კი გაბედო!"

და ხო მითხარით ერთი სხვის ნათქვამს როდის ვითვალისწინებდი? მართალია, არასდროს ამიტომ ამ ბუშტს ვაგზავნი დანიშნულების ადგილას, რომელიც მხოლოდ დაბლა დაცემისას გასკდა და სამიზნეს მხოლოდ ფეხი დაუსველა. ბრაკია რა.

sketchbook~ nishimura niki ffWhere stories live. Discover now