თავი 16

262 22 19
                                    

სოლჰის POV:

 სახლში მისვლისას პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი და დღევანდელზე დავიწყე ფიქრი. ძალიან არეული ვარ და ამავდროულად გაკვირვებული,  აზრების დალაგება მჭირდება და ამ ამბის ვინმესთვის გაზიარება და ეს ვინმე იუნაა ასე რომ, ხვალ ყველაფერს განვიხილავ ახლა კი უბრალოდ დავიძინებ.


 ნიკის POV: 

დილით პირველი რასაც ვაკეთებ ჯერ თვალების გახელაა რათქმაუნდა, შემდეგ ვწესრიგდები და ჯანდაბა ისევ გამახსენდა...არა აუცილებელია რომ, ეს ყველაფერი ჯეის ვუთხრა. რჩევებს მაინც მომცემს, ვინაიდან და რადგანაც დღეს დასვენების დღეა, მე და ჯეი სტადიონზე მივდივართ სათამაშოდ და დროც კარგად მექნება ყველაფრის სათქმელად...მშვენიერი.

 ჩანთაში საჭირო ნივთებს ვალაგებ რაც შეიძლება იქ დამჭირდეს, მეც შესაბამისად ვიცვამ და გავდივარ. ადგილზე მისულს ჯეი არ მხვდება, რა გაეწყობა დაველოდები.

 ,, დავბერდი უკვე სადაა ამდენი ხანი, მთელი ხუთი წუთი გავიდა" ესღა ვთქვი და დავინახე თუ როგორ მოაბიჯებდა ჩემი მიმართულებით.

 ,, მშვიდობა შენს გამოჩენას, იცი მაინც რამდენი ხანი გელოდები?"

 ,, ხო რა იყო ახლა, სოლჰის გრძნობებს ელოდები და მე ვეღარ დამელოდო" ამბობს და იცინის ვითომ იხუმრა, ჭკვიანი.

 ,, სულაც არაა სასაცილო"

 ,, ხო კაი ადექი ვითამაშოთ უჟმურო." ვდგებით და ჯერ ვხურდებით შემდეგ კი თამაშს ვიწყებთ.

   ,,ეუჰ რა დავიღალე" სკამზე მიესვენა ჯეი და სულს ითქვას.

 ,, ისე ბავშვი რა ენერგიაზე ხარ მოვკვდი ადამიანი"

 ,, ისე ლაპარაკობ გეგონება ხანდაზმული ადამიანი იყო" თვალის ტრიალიც არ მავიწყდება.

,, აი ეგ თვალები სკოჩით უნდა მიგიმაგრო ერთხელაც რო ეგრე აღარ ქნა" თავზე წამორტყმაც არ ავიწყდება.

sketchbook~ nishimura niki ffWhere stories live. Discover now