თავი 17

264 21 9
                                    

ნიკის POV:

სიარულისას როგორც ჩანს ჯეის მოწყინდა ცირკაობა და მიშოშმინდა.  კარგია, დავისვენებ ამ ფიქრში კი გამახსენდა ერთი ამბავი, რომელიც დღევანდელის გამო ლამის დამავიწყდა.

,, ჯეი კიდევ არის რაღაც რაც უნდა გითხრა"

,, რა არის ახლა არ მითხრა, რომ სოლჰის ამ ყველაფერთან ერთად ცოლობაც თხოვე" დიახ, ნამდვილად ეს ის ჯეია ცოტა ხნის უკან, რომ ჭკუას მარიგებდა.

,, უკბილო ხუმრობა იყო."

,, არ მიხუმრია" და სერიოზულად მიყურებს.

,, მითუმეტეს" და თავს ვაქნევ, მისი არასერიოზულიბის გამო.

,, კარგი თქვი რა ხდება."

,, მოკლედ, ხვალ ოჯახი ორი დღით აგარაკზე მივდივართ, ამიტომ ორი სამი დღე არ ვიქნები აქ."

,, აუ კაი რა, შენს გარეშე როგორ უნდა გავერთოთ ხალხი ან რამე, რომ მოხდეს?"

,, მე რა ჯამბაზი ვარ? და მეორეც ორი დღით მივდივარ და ორ დღეში არაფერი მოხდება."

,, რა იცი, ეგრე ერთ ღამეში აიღეს ტროა." ხომ ამას მეტად სერიოზული და გაწონასწორებული მეუბნება...ხანდახან მაშინებს.

,, ერთი სიტყვით და ორი გაგებით 21ე საუკუნეა ასე, რომ მშვიდად ჩემო მზრუნველო სხივო." და ასე ღლიცინში გავაგრძელეთ გზა.

სოლჰის POV:

შემდეგმა დღემ- კვირამ ჩვეულებრივ ჩაიარა. საინტერესო არაფერი ყოფილა, უბრალოდ ხვალისთვის ,,ვიმეცადინე" და შემდეგ ფილმების ყურება დავიწყე. ჩემი გადაადგილების ტერიტორიები კი იყო ჩემი ოთახიდან სამზარეულოში გასვლა, სამზარეულოდან აბაზანაში და აბაზანიდან ისევ ჩემს ოთახში. ძირითადად ასე  ვგოზაურობდი სახლში.

დილით მაღვიძარას ჩხრიალი მაღვიძებს, რომელიც მაუწყებს, რომ გაღვიძების და სკოლაში წასვლის დროა.  აბა მკითხოს ერთი საერთოდ გაღვიძება და სკოლაში წასვლა თუ მინდა.

sketchbook~ nishimura niki ffWhere stories live. Discover now