თავი 7

277 28 0
                                    

როგორც იქნა ადგილზე მივედით, მასწავლებელი ავტობუსიდან ჩავიდა, ბავშვებმა თავიანთი ნივთების აღება დაიწყეს, მე კი უკან შევტრიალდი რომ მენახა ჯეიმ გაიღვიძა თუ არა. არ გაუღვიძია.

"იუნა, მიდი გააღვიძე" ვამბობ და ჯეიზე ვუთითებ

"არა მადლობა სიკვდილისთვის ჯერ ახალგაზრდა ვარ, შენ გააღვიძე"

"მე რატო?"

"იმიტომ, აბა მე რატო გავაღვიძო"

"აბა აქ დავტოვოთ?"

"ნუ ეხლა...ცუდი იდეა არაა"

"ვის სად ტოვებთ?" უცებ გვესმის ჯეის ნამძინარევი ხმა, ორივემ მას გავხედეთ და თავის შეკავება ვცადეთ სიცილისგან მაგრამ არ გამოგვივიდა, ჯეიმ კი გაკვირვებით შემოგვხედა

"რახდება? სახეზე რამე მაქვს?" თქვა და სახეზე ხელების სმა დაიწყო და როცა ხელებს დახედა სიწითლე დაინახა, ამის მერე კი სინათლის სისწრაფით ამოიღო ჯიბიდან ტელეფონი და ეკრანზე საკუთარ თავს შეხედა. აი ამ დროს კი მე და იუნა ავტობუსიდან ისე გავიქეცით ლამის ერთმანეთს გადავაფრინდით, მაგრამ რატომღაც საეჭვოდ დამახასიათებელი სიჩუმეა ჯეისთვის, ალბათ ჩვენი ,,შედევრის" მოშორებითაა გართული.

ადგილზე მისულს სახეზე ყველას გაოცება გამოგვესახა, რადგან მართლაც რომ სილამაზე იყო აქაურობა. მრავალი მცენარე და ყვავილები, გარშემო სულ ტყე. მოსასვენებლად ჰამაკებიც იყო ჩამოკიდებული. კოცონისთვის ცალკე ადგილი იყო გამოყოფილი. რაც შეეხება საცხოვრებელ ადგილს, ნორმალურია არა შესანიშნავია და ძნელი მისახვედრიც არაა რომ ოთახები უნდა გავიზიაროთ.

ჩვენს ყურადღებას მასწავლებლის ძახილი იქცევს,რომელიც გვაუწყებს ცხვრებივით დაშლილები არ ვიყოთ და  მის წინ შევიკრიბოთ. მისულებს ჯეის მზერას ვაწყდებით რომელიც ,,მე თქვენ მოგხედავთ" სახით იყურება.

,, ეხლა დაგირიგებთ, თქვენს გასაღებებს და შემდეგ ყველა თქვენს, ოთახში გადანაწილდებით"

გასაღებები თითქმის დარიგდა. ჯეი და იუნა ერთად მოხვდნენ ბედი. აქედან გამომდინარე მე შანსების გარეშე დავრჩი. ამიტომ ბედს მივენდობი.

,, შემდეგი გასაღები ნიკის და სოლჰისია"

შემდეგ ჯერზე ბედს აღარასდროს მივენდობი. ან საერთოდ ნიკი რატო სხვები არ იყვნენ?! ჯანდაბა! რა გაეწყობა. მასწავლებელთან ორივე  მივდივართ გასაღებს კი ხელს ერთდროულად ვავლებთ.

,, რა იყო?" ვეკითხები წარბაწევით.

,, მე რა იყო თუ შენ რა იყო?"

,, რა იყო და გასაღებს ვიღებ!"

,, როგორც ხედავ მეც ვიღებ!"

,, დიდხანს გელოდოთ?!"კითხულობს  ჩვენი კინკლაობით შეწუხებული მასწავლებელი.

გასაღებს მაინც მე ვიღებ  და გზას სახლისკენ ვაგრძელებ ნიკიც ბუზღუნით და თვალების ტრიალით მომყვება უკან. ოთახში შესულებს პირიდან გაოცების ხმები გვცდება. ინტერიერი საკმაოდ კარგად არის შესრულებული. ოთახში ორი საწოლი დგას ერთი ფანჯრის და მეორე კედლის მხარეს. 

,, ვსო კედლის მხარეს ტერიტორია ჩემია"  ვიძახი და ჩემ ნივთებს საწოლზე ვაწყობ.

,, ოჰ მოინდომა გოგომ მთვარეზე კოპერატივი"

,, რა?"

,, ერთით ნოლი" მეუბნება ნაგლური ღიმილით. სიმართლე გითხრათ ვერ მივხვდი... ან მოიცა

,, ვაი შე საწყალო" ვეუბნები და ბალიშს პირდაპირ შუბლში ვუმიზნებ.ნაგლი ბავშვი. ბალიშს იცილებს და სიცილით კვდება, როგორ ბედავს!

შუა ომის დროს ოთახში ჯეი ვარდება და დახუჭობანას სათამაშოდ გვეძახის.

sketchbook~ nishimura niki ffWhere stories live. Discover now