.1.

101 4 2
                                    


-იუნა, საუზმე მზადაა. -გასძახა გეცბიმ იუნას სამზარეულოდან.

-მოვდივარ. -იუნა გამოვიდა თავისი ოთახიდან, სწრაფად ჩაირბინა კიბეები და სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა.

-ვაფლებს მიირთევთ, მადამ?

-დიახ, სერ. -გაეცინათ ორივეს.

-ახლავე მოგართმევთ. -გეცბიმ იუნას ყავა და თეფშით ვაფლები მიაწოდა და თვითონაც დაჯდა მაგიდასთან. საუზმის შემდეგ იუნამ მაგიდა აალაგა და თავის ოთახში ავიდა. საწერ მაგიდასთან დაჯდა და ლეპტოპი გახსნა, როდესაც ტელეფონზე ზარის ხმა მოესმა.

-გისმენ, მია. -მალევე უპასუხა იუნამ ტელეფონს.

-იუნ, გცალია დღეს?

-კი, მოხდა რამე?

-წვეულებას ვაწყობ და მინდა, რომ შენ და გეცბი მოხვიდეთ.

-მოვალთ აუცილებლად.

-მშვენიერი. საღამოს, 9 საათზე გელოდებით.

-შეხვედრამდე, მია.

-ნახვამდის, იუნ.

იუნამ ტელეფონი გადადო და გეცბის ოთახისკენ გაეშურა. ოთახში ისე შევიდა, რომ კარზე არც დაუკაკუნებია.

-დღეს ხომ გცალია?

-კარზე დაკაკუნება როდის უნდა ისწავლო?

-შეკითხვაზე მიპასუხე, გცალია თუ არა დღეს?

-მცალია. რა გინდა?

-მია წვეულებაზე გვეპატიჟება.

-როდის?

-საღამოს, ცხრაზე.

-აუცილებელია წასვლა?

-დიახ, ბატონო მინ, აუცილებელია. მიას ეწყინება თუ არ წამოხვალ.

-კარგი ხო, წამოვალ. ახლა კი, ქალბატონო მინ, დატოვეთ ჩემი ოთახი.

იუნა კვლავ თავის ოთახს დაუბრუნდა და განაგრძო ლეპტოპში ქექიალი.

UNEXPECTEDWhere stories live. Discover now