Chapter 3

1.4K 54 1
                                    

  ვიბანავე, გამოვედი საბაზანოდან და კარზე ზარია. ვიცოდი რომ ნუცა იყო კარი გავუღე და ცისფერი ხალათით შემოვარდა სახლში.
-სად იყავი ამდენი ხანი რომ გიკაკუნებდი? ვიღაც ბიჭები ამოდიოდნენ კინაღამ დამინახეს ხალათით.
მითხრა და ხალათზე დაიხედა.
მე კი მის შეწუხებულ სახეზე გამეცინა.
-სასაცილია მაშო ეს? შემომიღრინა ნუცამ.
-კაი ბოდიში ნუციი ბოდიში!
ვუთხარი და ტანსაცმლები გამოვართვი, საწოლზე დავყარე და ქექვა დავიწყეთ.
-ნუც რას იცვამ შენ?
ვკითხე და ჩემთვის შავი ფერის, ტანზე მოყვანილი, ლამაზი კაბა ავიღე რომელიც საკმაოდ მოკლე იყო, მუხლს ზემოთ, ოდნავ ჩაჭრილი მარცხენა ფეხთან, მკერდთან ამოღებული და რაც მთავარია თხელი ნაჭერი იყო რომელშიც არ დავიწვებოდი.
-მე აი ამას ვიცვამ მაშო.
მითხრა ნუცამ და თეთრი ფერის, მოკლე კაბა მანახა, რომელიც ნამდვილად ლამაზი იყო, ზურგი მთლიანად მოშიშვლებული ქონდა კაბას და საკმაოდ ჩახსნილი იყო.
-ოჰო! რალამაზი კაბაა.
ვუთხარი ნუცას კმაყოფილმა, რადგან ვიცოდი, რომ ძალიან მოუხდებოდა მის ფარფატა სხეულს ეს კაბა და ეკეს ყურადღებასაც ორმაგად დაიპყრობდა.
ჩავიცვით მე და ნუცამ კაბა ფეხზე კი მაღალ ქუსლიანები, მაკიაჟიც გავიკეთეთ,
ვუყურებდით ერთმანეთს და ვკიოდით. -რალამაზები ვართ!
ვთქვით ორივემ ერთდროულად.
-ნუც რომელი საათია?ვკითხე ნუცას.
-12 საათია ზუსტად.
-ოქეი, მაცა გადავხედავ ბიჭები თუ მოვიდნენ.
ვუთხარი და აივანზე გავედი.

დაბლა ჩავიხედე და ეკე და ბექა გველოდებოდნენ.
ჩემი ყურადღება კი ისევ ირაკლის აივანმა მიიპყრო. მიყურებდა და ვისკით სავსე ჭიქას ცლიდა. არ მინდოდა რომ შეემჩნია რომ ვუყურებდი ამიტომ ოთახში შევედი.

- ნუცც, მოვიდნენნ ჩავიდეთთ! შევძახე ნუცას.
-ვსო, ახლავვეე ჩანთას ვიღებ და ჩავიდეთ.
იქამდე სარკეში კიდევ ერთხელ ჩავიხედე, არვიცოდი რა მაკლდა, ამიტომ წითელი ტუჩსაცხი წავისვი.
-ნამდვილად ეს გაკლდა!
მითხრა ჩემმა ულამაზესმა დაქალმა.
-ულამაზესი ხარ ნუც! ვუთხარი და ხელი მოვკიდე და ბიჭებთან ჩავედით.
-ულამაზესები ხართ! ბექამ გვითხრა რაზეც გავუღიმეთ და მადლობა გადავუხადეთ.
-ნამდვილად საოცრებები ხართ. თქვა ეკემ და ნუცას ჩაეხუტა.
- აბაა ბიჭებო წავედით??
იკითხა ნუცამმ და მანქანაში ჩავხტით.

ჩემი აივნიდანWhere stories live. Discover now