დილით ადრე გავიღვიძე, ირაკლი აღარ გავაღვიძე, რადგან მინდოდა რომ
დაესვენა, ამიტომ
მარტო გავაკეთე ნაზის საყვარელი გასაკეთებელი საქმეები, შემდეგ ნაზისთვის ჩავალაგე ტანსაცმელი რასაც დღეს ჩაიცვამდა, როდესაც სახლში წამოვიყვანდით.
ყავა გავმზადე და ირაკლისთან ოთახში ავედი, ისევ ეძინა.
-ირა, გაიღვიძე რაა! უნდა წავიდეთ მალე.
ვუთხარი და ნაზად ვაკოცე ლოყაზე.
-კიდევ 5 წუთი შეიძლება?
-არა, ყავის დალევა თუგინდა რომ მოასწრო არა.
-კაი მაკოცე და ავდგები.
მითხრა მძინარე ხმით.
დავემორჩილე და ირაკლიც მართლა ადგა გაემზადა და ყავა დალია.
-მზად ვართ ბებოს მოსაყვანად?
მითხრა და ხელი გამომიწოდა.
-რა თქმა უნდა კი.
ვუთხარი, ხელი ჩავჭიდე და მანქანაში ჩავსხედით.20 წუთში უკვე საავდმყოფოში ვიყავით, ავედით ნაზისთან.
ჩავეხუტე ჩემს მონატრებულ ბებიას. მისი ტანსაცმელი მივეცი რომ
ჩაეცვა და მე ექიმთან გავედი, რომ
წამლის რეცეპტი ამეღო.
ნაზი ქვემოთ ჩაიყვანა ირაკლიმ მანქანაში ჩასვა და მეც მალევე ჩავჯექი.
-აბა ნაზი მომიყევი ამბები.
-მე რა მოგიყვე ბე, საშინელებაა სავადმყოფო მაგრამ კარგი ექთანი შემხვდა და კარგად მექცეოდა.
-ძალინ კაიაა.
-თქვენ როგორ გაართვით სოფელს თავი?
-მშვენივრად.
დამასწრო ირაკლიმ.
-კაია სოფელი ნაზი ბებო, უხდება თქვენს შვილიშვილს სოფლის საქმეები.
თქვა ირაკლიმ და მე გამომხედა თან ეშმაკურად გამიღიმა.
-მიხარია ბედნიერებს რომ გეხდავთ, კარგი წყვილი იქნებოდით.
თქვა ბებიამ და ეჭვის თვალით გავხედე ირაკლის, სახეზე მეწერა რომ ირაკლის ვეკითებოდი "რამე ხომ არ გითქვამს ნაზისთვის" ირაკლი კი მიმიხვდა მზერით ყველაფერს და მხრები აიჩეჩა, თან იცინოდა.
-მაშო, როდის აპირებდი რომ გეთქვა რომ ირაკლი შენი შეყვარებულია?
მეკითხება ნაზი მკაცრი ხმით.
-ბებო, მეე..მე უბრალოდ..
არც დამასრულებინა ისე გააგრძელა..
-ირაკლის რომ არ ეთქვა ალბათ არასდროს არ მეტყოდი შენ.
საშინელი მკვლელი მზერით შევხედე ირაკლის.
-კარგი ბებო გცოდნია ყველაფერი აწი არაფრის თქმას არაქვს აზრი.
მთელი გზა ხმა არ ამომიღია, ირაკლი და ნაზი საუბრობდნენ და იცინოდნენ.სახლშიც მივედით. საჭმელი გავამზადე და ვისადილეთ.
-მე უნდა წავიდე.
თქვა ირაკლიმ რაზეც წამები მაკლდა ტირილის დაწყებამდე.
-იქნებ დარჩე ამაღამაც აქ?
უთხრა ბებიამ.
-დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი, მაგრამ ვერ დავრჩები, სამსახურშო უნდა გავიდე, რამდენიმე დღე ვითხოვე მხოლოდ.
თქვა ირაკლიმ.
-ისე შენ საქმეზე წასვლაც ვერ მოახერხე ჩვენ გამო შვილო, რისთვის ჩამოხვედი აქეთ, არც კი მახსოვს.
უთხრა ნაზიმ და მეც დაველოდე ირაკლის პასუხს რადგან მართლა მაინტერესებდა.
-იცით, მე სინამდვილეში მაშოს ჩამოვაკითხე.
თქვა ირაკლიმ და ხელი წელზე შემომხვია.
ბებიას გაეღიმა.
-კარგი მაშინ რა გაეწყობა გვესტუმრე კიდევ.
უთხრა ნაზიმ.
-კი მაშო როცა თბილისში დაბრუნებას გადაწყვეტს წინადღეს ჩამოვალ დავარჩები და მაშოს მე წავიყვან თბილისში.
-ძალიან კარგი, მეც უფრო იმედიანად და მშვიდად ვიქნები შენთან ერთად რომ იქნება ჩემი გოგო. უთხრა ნაზიმ.ირაკლი გავაცილეთ, დაემშვიდობა ნაზი და ჭიშკართან მარტო დავგვტოვა. მე და ირაკლი კი ცოტა მოშორებით წავედით და ხის სკამზე ჩამოვჯექით. ხედით ვტკბებოდით,თან ერთმანეთის ყურებით.
-ირა, იქნებ დარჩე?
-მაშო, მინდა მეც მართლა დარჩენა, მაგრამ სამსახური! როცა დააპირებ თბილისში დაბრუნებას აუცილებლად მითხარი და ჩამოვალ, დავრჩები, ერთი ღამე და ერთად წავიდეთ.
-კარგი ირა. მადლობა რომ ჩამოხვედი და ჩემს გვრდით იყავი.
ვუთხარი ჩამეხუტა მაკოცა ვნებიანად და მითხრა
-მიყვარხარ მაშო ძალიან.
-მეც მიყვარხარ ირა.
ვუთხარი და ჭიშკართან დავბრუნდით ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.სახლში შესულზე ნაზის ჩავეხუტე, მიხვდა ნაზი რომ ირაკლის წასვლა მეწყინა და მითხრა
-ხო თქვა რომ მალე ჩამოვა,არ მოიწყინო ამ ბიჭს მართლა უყვარხარ.
თითქოს ნაზის სიტყვებმა ძალიან დამამშვიდა.
გვიან ირაკლიმაც მომწერა რომ ჩავიდა თბილისში და სახლში მივიდა.
"მიყვარხარ ჩემო ანგელოზო,დილით მოგწერ ძალიან დავიღალე გზაზე"
გაღიმებული ვუყურებდი მის ამ მესიჯს.მოგვიანებით ჩემებს დავურეკეთ მე და ნაზიმ, ღამის 2 საათამდე ვსაუბრობდით, ვიცინოდით, ძველ დროს ვიხსენებდით, ყველაზე დიდ ტკივილის ზურიასაც...
ნეტაც ახლა თუ გვხედავს და ჩვენი თუ ესმის ჩემ საყვარელ მამას. გამუდმებით ამას ვფიქრობდი ..
YOU ARE READING
ჩემი აივნიდან
Romance???? 20 წლის მაშო და მისი ლექტორის,ირაკლის რომანი.. მოგვიანებით კი მაშო იგებს რომ ირაკლი, მამის მკვლელის შვილია... და როგორ დასრულდება მათი ურთიერთობა? გააგრძელებს თუ არა მაშო მამის მკვლელის შვილთან ურთიერთობას? ????