დილით ადრე მეღვიძება,საოცრად სიწყნარეა, მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკის ხმა ისმის. საკმაოდ სიგრილეა რაჭაში, ფანჯარას ვაღებ და სუფთა ჰაერს ვისუნთქავ. -რაკარგია! ბედნიერმა წამოვიყვირე, და ბებიასთან ჩავვარდი ქვედა სართულზე რადგან ხაჭაპურის სუნმა ოთახამდეც ამოაღწია.
-ბეეე, რას მიმზადებ?
ვეკითხები ნაზის თან ოთახში დავფარფატებ.
-მოდი ახლა ჩამოჯექი. ჩაიც გაგიმზადე, ხაჭაპურიც მზადაა და ჭამე.
-მარტო მე თუ უნდა შევჭამო იცოდე არმინდა!
შევუბდღვირე ნაზის.
-კაი ხო მოდი მეც მოგიჯდები და ერთად ვჭამოთ.
არიმინდიდა რომ გადაღლილიყო ძაან.
-როგორ მომნატრებია ეს გემო! ბეე, რაკაია და რა გემრიელიაა.
-ჭამე ჩემო ლამაზო, დასუსტებული მეჩვენები.
-შენი შეყვარებული რასშვება?
-არა,არმყავს არავინ ბებო.
-აბა დედაშენმა რომ მითხრა ვიღაც ირაკლის ხვდებაო. მითხრა და თვალი ჩამიკრა.
ბებია ჩემი მესაიდუმლე იყო, ყველაზე მეტად მას ვენდობოდი, ამიტომ ირაკლიზე მოვუყევი ყველაფერი ბოლო ჩხუბის ჩათვლით.-არ დაურეკავ? მეკითხება ნაზი.
-მე? მე რატომ უნდა დავურეკო ნაზი კაი რაა!
-მაშო, იქნებ მას ახლა შენ ჭირდები, იქნებ ცუდადაა, როგორც მომიყევი იმ ბიჭზე მივხვდი რომ უყვარხარ. გადადგი იქით ერთი ნაბიჯი და შენ დაურეკე, ნუ მისცემ სიამაყეს რომ თავზე დაგაჯდეს.
მითხრა ნაზიმ და გვერდით ოთახში გავიდა.
-ბე სად მიდიხარ?
-მოვალ, ახლავე მაშო.
მითხრა და 2 წუთში ალბომით ხელში გამოვიდა.
-აი აქ, ამ ალბომში სულ მამაშენის და შენი სურათებია.
მამიკოს ხსენებაზე თვალი ცრემლით ამევსო. მენატრებოდა ჩემი ლამაზ თვალება მამა.
ვუყურებდი სურათებს, ვციდლობდი ყველა ის მომენტი აღმედგინა გონებაში, კარგად ჩამებეჭდა და არ დამვიწყებოდა.
-მე ახლა თეონასთან უნდა გადავიდე, და შენ მე რაც გითხარი იმაზე იფიქრე ბებო.
მითხრა და შუბლზე მაკოცა.საწოლზე ჩამოვჯექი და ნუცას დავურეკე.
-ნუცი რასშვები?
-ეე მაშოო შენ დღეს ირაკლი უნდა გენახაა როგორი იყოო, ლექცია ვერ ჩაატარაა ისე იყო, მგონი ძაან პახმელიაზე იყო.
-მეღადავები?
-არა მგონი მაგ ბიჭს ანადგურებ ნელ-ნელა, კარგად დაფიქრდი მაშო გიღირს ეს ყველაფერი?
მითხრა ნუცამ და მართლაც ჩავფიქრდი წამიერად.
-ნუცა შენც არ დაიწყო ახლა რა!
შევუბდღვირე.
-მაშო ახლა უნდა წავიდე, მერე დაგირეკავ კაი? და კარგად დაფიქრდიიი ბატონ ირაკლიზე!
მითხრა და გავუთიშე.მართლა ვფიქრობდი ირაკლიზე, მართლა მენატრებოდა, არვიცოდი რამექნა. საბოლოოდ დარეკვა გადავწყვიტე.
პირველი ზარი გასსული არიყო ბოლომდე ისე ეგრევე მიპასუხა.
-გისმენთ.
მითხრა ნაცნობმა მონატრებულმა ხმამ, მაგრამ ასეთ პასუხს არველოდი, თავი უცხო მეგონა.
-ირაკლი?
-დიახ მე ვარ.
-ირაკლი მაშო ვარ.
-მაშო? რით შემიძლია დაგეხმარო?
გააუცხოვდა.არველოდი ასეთ პასუხს მისგან. ეგრევე გავუთიშე ირაკლის და თავი ბალიში ჩავრგე ტირილი დავიწყე.ნაზის მოსვლა არგამიგიაა, მხოლოდ ის გავიგე დედაჩემთან რომ
ლაპარაკობდა. მისმა
ხმამ გამაღვიძა. საათს დავხედე და 11 საათი იყო, ჩავედი ნაზისთან და ჩემს ოჯახთან საუბარში ჩავერთე.
ვუყურებდი ბებოს რომელიც ჩემს გვერდით იჯდა, დედაჩემს და ჩემ დებს კი ტელეფონიდან.
მენატრებოდნენ..ძალიან მენატრებოდა ჩემი ოჯახი.
თავი პატარა გოგო მეგონა, ის პატარა მაშო, რომელიც ბედნიერი იყო
მის ოჯახთან ერთად ბებოსთან ჩასული. მენატრებოდა ყველა. ბებიასთან ჩასულზე თავი სულ პატარა გოგო მეგონა და ვტკბებოდი ამ მომენტით.
![](https://img.wattpad.com/cover/345747766-288-k386787.jpg)
YOU ARE READING
ჩემი აივნიდან
Romance???? 20 წლის მაშო და მისი ლექტორის,ირაკლის რომანი.. მოგვიანებით კი მაშო იგებს რომ ირაკლი, მამის მკვლელის შვილია... და როგორ დასრულდება მათი ურთიერთობა? გააგრძელებს თუ არა მაშო მამის მკვლელის შვილთან ურთიერთობას? ????