Chapter 5

1.2K 47 0
                                    

დილით მაღვიძარა მაღვიძებს. ამჯერად ისევ ჩემს ოთახში ვწევარ, საათს დავხედე და 10 საათი იყო. გარეთ კარგი ამინდი დამხვდა გამიხარდა. დღეს ირაკლის სემინარი 1ზე და მერე ლექცია მაქვს 3ზე.
დიდი შუალედია 1 საათი.

სანამ ვიბანავებდი იქამდე აივანზე გავედი სიგარეტით. იმ იმედით გავხედე ირაკლის აივანს რომ ის იქ დამხვდებოდა, ისე როგორც ადრე, მაგრამ ამჯერად, ის ლანასთან ერთად იჯდა აივანზე და სიგარეტს ეწეოდნენ. გული დამწყდა მაგრამ ეს უკეთესი იყო ჩემთვის, უფრო შემძულდა ირაკლი თორაძე. ვყურებდი რადროსაც ირაკლიმ გამომხედა და ლანამაც შემომხედა. არვიცი რაუთხრა ირაკლიმ ლანას, მაგრამ ლანა ადგა და თითქოს ჩხუბობდა ისე აივნიდან გავიდა. ტელეფონზე მესენჯერის ზარის ხმა გაისმა, ირაკლის გავხედე და ტელეფონით ხელში იდგა და მიყურებდა. დავხედე ტელეფონს და ირაკლი იყო. ვუპასუხე და მივახალე.
-რატომ მაწუხებთ ბატონო ლექტორო?
-ახლა ვარ ლექტორი? მგონი ორი დღის უკან ირაა, ვიყავი რომელთანაც გეძინა და რომლის მანქანაშიც...
არ დავასრულებინე ეგრევე მივახალე.
-კარგი ირაკლი. რახდება ?
- უნივერსიტეტში მე მიმყავხარ დღეს.
- და ვინ მოგყვება ირაკლი?
ვკთხე და აივნიდან გავხედე.
-შენ პატარავ! 
მითხრა და გამეღიმა.
-რა ლამაზი ღიმილი გაქვს მაშო.
-ბატონო ირაკლი, ჩემს ღიმილსაც ხედავთ ასეთი მანძილიდან?
ისევ მეღიმება რადგან ემოციებს ვერ ვმალავ.
-კი ვხედავ, ძალიან კარგად ვხედავ და საკმაოდ ბევრი ხანია გაკვირდები.  მითხრა და გამითიშა, შემდეგ ოთახში შევიდა და დავინახე როგორ გამოვიდა იმ კორპუსიდან ირაკლის ნაშა, ლანა.

საბანაოდ შევედი, ვიბანავე, გავემზადე და ქვემოთ ჩავედი, არ ვაპირებდი ირაკლიზე დალოდებას ან თქმას. გავედი სადარბაზოდან, ირაკლის მანქანა იდგა  და მანქანზე მიყრდნობილი ირაკლი სიგარეტით ხელში მიყურებდა. სათვაალეები თავზე გადაიტანა და გადამეხვია. ვერ მივხვდი მის ამ საქციელზე რა დამერქვა ამიტომ უბრალდ გავუღიმე.
-წამოდი, უნივერსიტეტში მივდივართ.
მითხრა და კარი გამიღო. მეც ჩავჯექი აღარ დავაყოვნე.
მივდიდოით უნივერსიტეტში ხმას არ ვიღებდით არცერთი.
ისევ ირაკლიმ დაარღვია სიჩუმე.

ჩემი აივნიდანWhere stories live. Discover now