დილით ისევ დამაყრუებელი ხმა მაღვიძებს, ჩემი მაღვიძარის. საათს ვუყურებ და 07:00ს აჩვენებს. საშინლად მეზარება ნატასთან სამსახურში გასვლა. ავდექი, ფანჯრები გავაღე და აივნის კარიც.
გარეთ მართლაც სითბო იყო დაეტყო თბილისს ზაფხულის მოსვლა. ყავა გავიმზადე, სიგარეტით და ყავით ხელში აივანზე გავედი და ჩამოვჯექი კუთვნილ სკამზე. თვალები ირაკლის აივნისკენ გამეპარა,ალბათ ეს ნუცას რომ ვუთხრა ქორწილს დამიგეგმავს ეგრევე.
-ჯანდაბა! ვთქვი ჩემთვის როცა ირაკლი აივანზე იჯდა და მიყურებდა.
არ მესმოდა რატომ მიყურებდა, რაუნდოდა ჩემგან, მაგრამ თუ, ასე გაგრძელებდა უნივერსიტეტში, ან სადმე მაინც ვეტყოდი რამეს ისეთს, რომ მიხვდეს ასე აღარ გააგრძელოს ჩემზე მოშტერბა. ამჯერად ხელი არ დამიქნია და არ მომესალმა, უბრალოდ იჯდა თავისთვის ხან მე შემომხედავდა ხან სიგარეტს გააბოლებდა, მე კი ყავას ვსვამდი და დღევანდელი სემინარისთვის კონსპექტებს ვკითხულობდი.
საათს დავხედე და 8 საათი იყო, სახლში შევედი, ოდნავ გრილი შხაპი მივიღე და გავემზადე სამსახურისთვის.სახლიდან გავედი და ნატას დავურეკე. ვუთხარი რომ 1 საათში ვაკეში ვიქნებოდი დღეს ექიმთან მიდიოდა რომ პატარაა გოგოს ან ბიჭის გულისცემა მოესმინათ.
ჩემს 3 საუკეთესო მეგობარს, ნუცის, ეკეს და ბექას ჩატში დავუწერე
"დღეს ვმუშაობ, ამიტომ ნუცის გაუარეთ, მარტო რომ არ მოუწიოს წამოსვლა უნიში, მე კი სამსახურიდან მანდ მოვალ პირდაპირ."მივედი ნატასთან.
-ნატტაშკაა! როგორაა ხართ? ჩემი დისშვილი როგორაა?
ვუთხარი და ლამაზ მუცელზე მოვეფერე.
-ვერ ხედავ? დღითიდღე იზრდება და მეც ვსუქდები. მითხრა თითქოს დამწუხრებულმა ნატამ.
-მჰჰ, ეგ არაფერი, ასეც ძაან გიხდება. ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
-მაშო, სწავლის საქმე როგორ მიდის? მკითხა ნატამ.
-მშვენივრად რავი ფინალურები მეწყება თვის ბოლოს ხო იცი არა?
-კიი, ვიცი და მჯერა რომ არ შეიტენი საგანს. მითხრა და გამიცინა.
საუბარში ვიყავით გართული ისე ჩემი სიძე ლაშა, ნატას ქმარი მოვიდა.
-ოჰოო! დები ჭორაობენ, ხელი ხო არ შეგიშალეთ ქალბატონებო?
თქვა სიცილით და ჩამეხუტა.
-არაანაირად, ლაშაა როგორ ხარრ?
-სად დაიკარგე მაშიკო? თავი მოგვანატრე ძალიან. მითხრა ლაშამ.
-ჰო რავი, ძაან გადატვირთული ვარ უნივერსიტეტის გამო, მალე ფინალურებია და ვემზადები.
-კარგია, წარმატებები მაშიკო.
მითხრა და შუბლზე მაკოცა. ლაშა უფროსი ძმასავით მყავს.
-აბა, მზადაა ჩემი ცოლ-შვილი ექიმთან წასასვლელად?
უთხრა ნატას სიყვარულით სავსე თვალებით.
-კიი მზად ვართ და დროზე წავიდეთ ისედაც საცობია არ დავაგვიანოთ. უთხრა ნატამ და საკონდიტრო 3 საათამდე მე ჩავიბარე.
YOU ARE READING
ჩემი აივნიდან
Romance???? 20 წლის მაშო და მისი ლექტორის,ირაკლის რომანი.. მოგვიანებით კი მაშო იგებს რომ ირაკლი, მამის მკვლელის შვილია... და როგორ დასრულდება მათი ურთიერთობა? გააგრძელებს თუ არა მაშო მამის მკვლელის შვილთან ურთიერთობას? ????