დილით საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს. უცხო საძინებელში ვწევარ, მუქი ნაცრისფერი, თეთრი და შავი ფერები ჭარბობს. საკმაოდ გემოვნებიანად არის მოწყობილი. ჩემს გვერდით არავინ არ წევს და შავი გრძელი მაისური მაცვია. მივხვდი რომ ირაკლის სახლში ვიყავი.
ავდექი და სარკეში ჩავიხედე, თმები ყალყზე მქონდა, სააბაზანოში შევედი და თავი მოვიწესრიგე, შემდეგ კი სამზარეულოში გავედი,რადგან საოცარი სურნელი ტრიალებდა მთლიან სახლში.-ჰმმ ბატონი ირაკლი სამზარეულოში?
-დიახ, დიახ, სპეციალურად შენთვის ვამზადებ დღეს. გამომხედა და თვალი ჩამიკრა.
გავიკვირვე და თვალი მის შიშველ სხეულზე გამეპარა. ნაცრისფერი შორტი ეცვა და მის ზურგზე უდიდესი ტატუები შევნიშნე.
-შეიძლება? ვკითხე და ზურგზე მის ტატუებს ხელი გადავატარე, რადროსაც შემომიტრიალდა და ჩამეხუტა.
-მომწონს რომ მეხები.
ბოხი ხმით ჩამჩურჩულა ირაკლიმ რაზეც ტანში ჟრუანტელმა დამიარა და მუცელი
პეპლებით ამევსო.
-ირაკლი, მე.. მე.. მე იმის თქმა მინდოდა, რომ მადლობა საღამოს რომ დამეხმარე,თან ქუჩაშიც რომ არ გამიშვი მარტო დიდი მადლობა.
დაბნეულმა ვუთხარი და მისი თვალები ჩემსას შეეჩეხა.
-მაშო, როგორც უკვე გითხარი, მე შენზე ზრუნვა მინდა, მჭირდება.
მითხრა და თმაზე მომეფერა. ვერ ვხვდებოდი რატომ იყო მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ჩემზე ზრუნვა.
-ირაკლი იციი... ვუთხარი არც დამასრულებინა ისე მომიახლოვდა და კოცნა სცადა, მაგრამ შიშისგან თავი გავწიე და გაოცებული მიყურებდა.
-ბოდიში, მაშო თუ არასწორი ვარ. გაოცებული იყო ჩემი ამ საქციელით, იმედგაცრუება დაეტყო და მომშორდა.
თავი ცუდად ვიგრძენი,არადა მე ხო ირაკლის კოცნას ვნატრობდი..
- ირაკლი, გუშინ რაც მოხდა ეგ უბრალოდ შეცდომა იყო. ვუთხარი აკანკანლებული ხმით და თვალებიდან ცრემლი წამომივიდა.
და მის ოთახში გავვარდი რომ გამომეცვალა და სახლში გადავვსულიყავი.
-გირჩევ ისევ ჩემი მაისური გეცვას და რამე შორტი ამოიცვა, ეგეთი ძუკნის კაბით რომ არ წახვიდე.
მითხრა საშინელი მკაცრი ტონით.
-შენი დედაც თორაძევ!
მივაძახე და მართლაც მისი მაისურით და შორტით, მისი ბინიდან გავდიოდი ისე 4 ირაკლისხელა ბიჭები შემრჩა ბინის კარებთან, ალბათ ძმაკაცები არიან.
-ოჰო! გამარჯობა ლამაზო.
მითხრეს და მზერა გამომაყოლეს.
გავიგე შესვლის თანავე როგორ კითხეს ირაკლის
-ეს ლამაზი ბავშვი ვინაა? უნდა იშვილო? თუ მამიკო უნდა დაგიძახოს?
რაზეც გავიგე როგორ იცინოდნენ. შემზიზღდა ირაკლი ძალიან ამ საქციელის გამო და სახლში ტირილით და სირბილით გადავედი.

YOU ARE READING
ჩემი აივნიდან
Romance???? 20 წლის მაშო და მისი ლექტორის,ირაკლის რომანი.. მოგვიანებით კი მაშო იგებს რომ ირაკლი, მამის მკვლელის შვილია... და როგორ დასრულდება მათი ურთიერთობა? გააგრძელებს თუ არა მაშო მამის მკვლელის შვილთან ურთიერთობას? ????