რადგან ცხელი დღე იყო, გადავწყვიტე ირაკლის შორტი ჩამეცვა, თვითონ ხო მითხრა რომ სასეირნოდ ჩავდიოდით და მეც უბრალოდ გამოვეწყვე.
გამოვედი ოთახიდან და ირაკლი იჯდა ჩემს მდივანზე ტელეფონში იჭყიტებოდა.
-ირაა, ვსოო მზად ვარ.
-ოჰო! ჩემი შორტი მართლაც რომ გიხდება.
მითხრა, წამოდგა ფეხზე,მომიახლოვდა წელზე ხელი შემომხვია და კარისკენ მანიშნა.სკვერში ვსეირნობდით თან ვლაპარაკობდით.
-ირა, რასფიქრობ ლექტორობა კარგია?
-ჰმმ, რაღაცპონტში ასწორებს, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არაა, თან არც მინდოდა დროებით ვარ ჩამოსული, რადგან საქმეს ასე დასჭირდა.
მითხრა და მეც აღარ ჩავეძიე, არმინდოდა რომ თავი მომებეზრებინა, როცა საჭიროდ ჩათვლის თვითონაც მეტყვის იმ რაღაც საქმეზე.
-ირა, შენს ოჯახზე რატომ არასდროს არ მესაუბრები?
ვნახე როგორ დიაბნა ეს როცა ვკითხე.
-მაშო, მოსაყოლი არაფერია, დედა გარდამეცვალა, 4 წლის უკან. მამაჩემი კი ბათუმიდან მოშორებით ცხოვრობს ერთ-ერთ სოფელში.
-ვწუხვარ დედაშენის გამო.
ვუთხარი და ჩავეხუტე.
-ისე ირა, ერთასაც გკითხავ კარგი?
-მჰმ, კარგი მკითხე. ამოიხვნეშა.
-რამოუვიდა დედაშენს?
-მამაჩემის გამო გარდაიცვალა, მამაჩემის გამო ინერვიულა ბევრი და ვერ გადაიტანა, მამაჩემმა ძალიან დააშავა, ახლა ნანობს და გვიანია. ძალიან გვიანი.
თქვა და ვნახე როგორ ააევსო ცრემლით მისი მუქი ლამაზი თვალები.
-ვწუხვარ ამის გადატანა რომმ მოგიწია.
ვუთხარი და მუვიხუტე. პატარა ბავშვვივით მეხუტებოდა.-ახლა კი სადღაც უნდა წაგიგვანო. მითხრა ირაკლიმ და გამიღიმა.
-ჰმმ, სად მივდივართ ბატონო ირაკლი.
-პაემანზე.
გამეცინა, კი ბედნიერებისგან გამეცინა.შორს არც წავსულვართ. ირაკლის ბინის სადარბაზოში შევედით და ვიფიქრე რომ სახლში აყავდი, მაგრამ არა, ბოლო სართულზე ავედით, და თვალებზე ხელი მომხვია.გარეთ გავედით, სახურავზე,
თვალებიდან ხელი ჩამოწია და ჩემწინ ულამაზესი პატარა სანთლებით მოწყობილი იყო მთლიანი სახურავი, ძირს პლედი ეფარა და პლედზე წითელი ღვინო იდო, ორი ჭიქა, პიცა და ბევრი სასუსნაო.-ირაა, რა სილამაზეაა! მადლობა, აქაურობა ძალიან მომწონს!
ვუთხარი და ჩავეხუტე.
-ამაღამ აქ ვრჩებით. მითხრა და გამიღიმა.
-თან ვარსვლავებს ვუყუროთ, ვიცი რომ გიყვარს.
-ირაკლი მაოცებ! არ მესმის ამდენი რაღაც საიდან იცი ჩემზე?!
-ბევრი ხანია გიცნობ მაშო.
- ერთი თვეც არაა რაც გამიცანი რას სულელობ?
ვუთხარი ირაკლის.
-კი, სწორია შენ 1 კვირაზე მეტია მიცნობ, მე კი წლებია გიცნობ მაშო ადამია.
მითხრა და თვალი ჩამიკრა.
ეს რომ მითხრა ძალიან დავიბენი, ვერ ვხვდებოდი რა იგულისხმა, ცოტა ავნერვიულდი მაგრამ ამ საღმოს ჩაშლა არ მინდოდა.-ხო დალევ?
მკითხა ირაკლიმ და ჭიქა წითელი ღვინით შემივსო.
პასუხი აღარ გამიცია, ეგრევე პიცას ვეცი რადგან მშიოდა ძალიან.
-მმმმ, რა გემრიელი პიცაა არ შემიძლიაა, მთლიანად შემეეჭმევაა ახლა.
ვთქვი და ირაკლის გაეცინა ჩემს ოდნავ მოთხვრილ პირზე.
-მაშო რა პატარა ბავშვივით საყვარელი ხარ.
მითხრა და შუბლზე მაკოცა.
მიყვარს როცა შუბლზე მკოცნის, თავს მასთან უფრო დაცულად ვგრძნობ.-ამაღამ მართლა აქ ვიქნებით ირა?
-კი, თუ შენ გსურს კი.
-ცოტა ცივა მაგრამ არაუშავს შენ ჩამეხუტე და გამათბე.
ვუთხარი რაზეც ორივეს გაგვეცინა.
-ირა, ისე არ ფიქრობ რომ მე შენთვის ზედმეტად პატარა ვარ?
-რასგულისხმობ? ასაკს? მე შენთვის ზედმეტად უფრისი ვარ მაშო?
-არა, ირაკლი ჩემთვის შესანიშნავი ხარ შენც და შენი ასაკიც. ვუთხარი და ვაკოცე.მთელი ღამე ვარსკვლავებს ვუყურებდით.
მაგრამ მე ირაკლის მკლავებში მალევე ჩამეძინა.

YOU ARE READING
ჩემი აივნიდან
Roman d'amour???? 20 წლის მაშო და მისი ლექტორის,ირაკლის რომანი.. მოგვიანებით კი მაშო იგებს რომ ირაკლი, მამის მკვლელის შვილია... და როგორ დასრულდება მათი ურთიერთობა? გააგრძელებს თუ არა მაშო მამის მკვლელის შვილთან ურთიერთობას? ????