მე და ირაკლი მთელი ღამე ტახტზე ვისხედით, ვსუაბრობდით, ვიცინოდით. მიხაროდა ირაკლის გვერდით ყოფნა.
არცერთს არ დაგვიძინია მთელი ღამე.
დილით 6 საათზე კი ირაკლიმ ყავაა გაამზადა ჩვენთვის. მეორე სართულზე ავედით, სტუმრის ოთხიდან, სადაც ირაკლის საძინებელი იყო, ჩამოვსხედით პატარა პუფზე და ირაკლიმ სიგარეტს წაუკიდა.
-ირა იცი რამდენი ხანია არ მომიწევია?
-რაც აქ ხარ, ჰმმ ანუ სადღაც 3/4 დღე
ხო? არც იფიქრო რომ მოგცემ.
მითხრა მკაცრად.
-არ მჭირდება.
ვუთხარი გაბრაზებულმა.
-მაშო, არმინდა რომ ასეთი სიბინძურეებს შეაჯდე. არ შეილება და არ გინდა.
-თუ ჩემთვის არ შეიძლება მაშინ არც შენთვის არ შეიძლება.
ვუთხარი ირაკლის და ირაკლიმ სიგარეტი ჩააქრო.
-ვაუ! ბატონი ირაკლი მემორჩილება?
ვუთხარი სიცილით.
-ვფიქრობ შენ ხარ ის ერთადერთი ჩვენს შორის ვინც მე უსიტყვოდ მემორჩილება, ჩემს ერთ შეხებაზეც რომ ცუდად ხდები. მითხრა ირკლიმ და ეშმაკურად გამიღიმა.
-ამას არ გაპატიებ!
ვუთხარი და ოთახში შევედი და ირაკლიმ დამიჭირა.
-აპ აპ აპ! სად მიდიხარ ქალბქტონო?
მკითხა და კისერზე ხელი ჩამავლო ისე მაკოცა.
-ირაა, გეყოფა, ასეთ დროს ბებია გარეთ იყო, ამიტომ ახლა მე უნდა მივხედო საქმეებს.
ვუთხარი და ქვემოთ ჩავედით.ჩავიცვით მე და ირაკლიმ ფეხზე ბოტები, ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებოდი, ჩემზე ბევრად დიდ ბოტებში.
-არა უნდა ვაღიარო, ჩემ ტანსაცმელზე მეტად ესენი უფრო გიხდება.
მითხრა სიცილით ირაკლიმ.
-შენ რა დამცინი?
ვუთხარი და ხელი დავარტყი.ყველაფერში მეხმარებოდა ირაკლი.
-ჩემი პატარა სოფლის ქალი ხარ!
მომაძახა, ხელში ამიტაცა და შუა მინდორზე მატრიალებდა.
-დამსვი შეშლილო!
-აუ ირა წამო რაა, ატამი დავკრიფოთ და ატმის კექსი გავაკეთოთ, ბებიასაც წავუღოთ უყვარს.
-მეც ძაან მიყვარს, თან ერთად გავაკეთოთ.შევედით სახლში, სიცილით, ბედნიერები. არვიცი ირაკლის გარეშე ალბათ ისევ ის უჟმური მაშო ვიქნებოდი.
რაც ირაკლი
გამოჩნდა ჩემს ცხობრებაში, გამოვცოცხლდი.სამზარეულოში გავედით და დავიწყეთ ატმის კექსის გაკეთება.
- შენი გაკეთებული რა გემრიელი იქნება ვერც კი წარმოვიდგენ.
ამბობს ირაკლი.
ვუყურებდი როგორ მეხმარებოდა, ესეც კი კარგად გამოსდის.
-ყოჩაღ ირაკლი გცოდნია დახმარება.
ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
-პატარაობაში დედაჩემი მიკეთებდა ატმის კექსს და სულ ვეხმარებოდი, ბოლოს მაშინ გააკეთა სანამ გარდაიცვლებოდა.
თქვა დამწუხრებულმა.
-ირა, შეიძლება დედაშენზე უკეთესი არ გამომივიდეს მაგრამ გპირდები გემრიელი მართლა იქნება.
ვუთხარი და ჩავეხუტე.კექსი გამოსაცხობად ღუმელში შევდგით, სანამ ცხვებოდა იქამდე სახლი დავალგეთ.
ყველაფერი დავასუფთავეთ.
საავდმოყოფდან დარეკეს, და მითხრეს რომ ბებიას ამაღამც იქ ტოვებდნენ, დღეს კი უკვე ვიზიტის საათები ამოიწურა და აზრი აღარ ქონდა იქ შესვლას.
ნაზის ტელეფონზე დავურეკე მოვიკითხე, მითხრა რომ ყველაფერი კარგად იყო, გაუხარდა რომ ირაკლი არ წავიდა და დარჩა. შემდგეგ გარეთ გავედით და სოფლის საქმეებს მივხედეთ მე და ირაკლიმ.საღამოს 9 საათისკენ ჩაი გავამზადე პიტნის, ჩემთვის და ირაკლისთვის, სანამ ირაკლი ბანაობდა იქამდე, კექსი დავჭერი და დაველოდე ირაკლის მოსვლას რომ ერთად გაგვესინჯა.
-ძლივს ირაკლი! ამდენი ხანი სად იყავი?
- საყვარლებთან მაშო!
-არ არის სასაცილო, მობრძანდი და გასინჯე, არხარ ღირსი მაგრამ მაინც.
-ზედმეტად არასწორად მექცევით ქალბატონო.
მითხრა და კექსის ჭამა დაიწყო.
-მაშო! უგემრიელესია!
პირ გამოტენილი მეუბნებოდა.
-საოცრებაა, ზუსტად ის გემო აქვს რაც დედაჩემის გაკეთებულს ქონდა. საოცრება ხარ ! მიყვარხარ.
მითხრა და მაკოცა. მისგან ამის მოსმენა ყველაზე მეტად მიყვარდა. მიხაროდა რომ ვუყვარდი.
-მეც ძალიან მიყვარხარ ირა.
ვუთხარი და ძლიერ ჩავეხუტე.
-იმედია ამაღამ ჩემთან ერთად დაიძინებ.
-კიი ირაკლი.
ვუთხარი და ხელში ამიტაცა, მეორე სართულზე ამიყვანა, ჩემს საძინებელში შემიყვანა, საწოლზე დამაწვინა.
საბანი დამაფარა და გვერდით მომიწვა.
ჩამეხუტა, ყურთან ახლოს მაკოცა და ჩამრჩურჩულა.
-რაც არ უნდა მოხდეს არასდროს არ მიმატოვო.
არ ვიცოდი რას გულისხმობდა არ მესმოდა ამას რატომ მთხოვდა სულ, მაგრამ არც ვაპირებდი მის მიტოვებას, რადგან ირაკლი თორაძე ძალიან შემიყვარდა.

YOU ARE READING
ჩემი აივნიდან
Romance???? 20 წლის მაშო და მისი ლექტორის,ირაკლის რომანი.. მოგვიანებით კი მაშო იგებს რომ ირაკლი, მამის მკვლელის შვილია... და როგორ დასრულდება მათი ურთიერთობა? გააგრძელებს თუ არა მაშო მამის მკვლელის შვილთან ურთიერთობას? ????